აღმოჩენის ეტაპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Context of Discovery

კვლევის საწყისი ფაზა, რომლის განმავლობაშიც დაკვირვებას, შეხედულებას, ინფორმაციასა და ზოგად ცოდნას მოვლენის ახლებური ხედვისკენ მივყავართ.

ფსიქოლოგიური კვლევის პროცესი შეიძლება ორ თანმიმდევრულ ფაზად დაიყოს: იდეის ჩამოყალიბება ანუ აღმოჩენის ეტაპი და მისი შემოწმება, ანუ დასაბუთების ეტაპი.

აღმოჩენის ეტაპზე მკვლევარი სვამს კითხვებს. ზოგიერთი კითხვა მოვლენების, ადამიანებისა და ცხოველების უშუალო დაკვირვებიდან მოდის. ზოგი მკვლევარი უკვე ტრადიციად ქცეულ საკითხებს სწავლობს, რომლებიც ფსიქოლოგიაში დიდ, გადაუჭრელ პრობლემებად ითვლება. ხშირად მკვლევრები ძველ იდეებსა და მათ კომბინაციებს ახლებურად წარმოადგენენ.

აღმოჩენის ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია კვლევისათვის საჭირო სათანადო ღირებულებები და დამოკიდებულება. მეცნიერება ღია, კრიტიკულ და სკეპტიკურ დამოკიდებულებას საჭიროებს ნებისმიერი დასკვნისადმი მანამ, სანამ მას დამოუკიდებელი მკვლევრები არ მიიღებენ. ღიაობა ორ მიზანს ემსახურება: (1) ჭეშმარიტება აბსოლუტური არ არის, ის გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული და ახალი მონაცემების გაჩენის შემთხვევაში მისი გადასინჯვა შესაძლებელი უნდა იყოს. (2) ღია ორიენტაციის გამო, მკვლევრები სერიოზულად უდგებიან ისეთ ფენომენებსაც კი, რომლებისაც თავად არ სჯერათ, როგორიცაა, მაგალითად, ექსტრასენსორული აღქმა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: