ჩანაცვლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bias

სისტემატური შეცდომა ანუ ჩანაცვლება არის განსხვავება ცვლადის ნამდვილ მნიშვნელობასა და ექსპერიმენტის განმეორების შედეგად მიღებული მნიშვნელობების საშუალოს შორის. ეს ხდება არასწორი სტატისტიკური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჩანაცვლება შეიძლება გამოწვეული იყოს ამოვარდნილი მონაცემებით ან კრიტერიუმის სტატისტიკის გამოსაყენებლად საჭირო დაშვებების დარღვევით. მაგალითად, პარამეტრული კრიტერიუმის გამოყენება დაკავშირებულია შემდეგი ვარაუდის შესრულებასთან: იგულისხმება, რომ პოპულაცია არის ნორმალური, დისპერსიები ჰომოგენური და მონაცემები დამოუკიდებელი. ამოვარდნილი მონაცემები იწვევენ პარამეტრების შეფასებების და შეფასების შეცდომების ჩანაცვლებას. სტანდარტულ ნორმალურად განაწილებული სიდიდეები გამოიყენება პარამეტრების შეფასებების ირგლივ ნდობის ინტერვალების ასაგებად. ნდობის ინტერვალების აგებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მონაცემები აღებულია ნორმალური პოპულაციიდან. ისეთი სტატისტიკების გამოყენება, როგორებიცაა t, F, დაკავშირებულია ვარაუდთან, რომ პოპულაცია არის ნორმალური.

ნორმალურობის მოთხოვნას არ აქვს მნიშვნელობა, როცა შერჩევის მოცულობა არის საკმაოდ დიდი.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: