პერცეპტული ორგანიზაცია

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Perceptual Organization

სენსორული ინფორმაციის გამაერთიანებელი პროცესები, რომლებიც ვიზუალურ ველში აღქმისთვის თვალსაჩინო სახის მიცემას ემსახურება.

ვიზუალური ველის შესახებ ბაზისურ მონაცემებს შეგრძნებით ვიღებთ. ბადურის უჯრედები იმგვარად არიან მოწყობილნი, რომ გაარჩიონ საგნის კონტურები და კონტრასტები, თუმცა, მხოლოდ სუსტად რეაგირებენ უცვლელ, მუდმივ სტიმულირებაზე (გაღიზიანებაზე). თავის ტვინის ქერქის უჯრედები საწყის ნიშნებს ბადურის შემავალი ინფორმაციიდან იღებენ.

პერცეპტული ორგანიზაცია შემდეგი საფეხურია, როდესაც საგნის შინაგანი გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება. შინაგანი გამოსახულება გვაწვდის სამყაროს ზედაპირულ მონახაზს. მხედველობის შემთხვევაში პერცეპტული პროცესებით ხდება ობიექტის სავარაუდო ზომის, ფორმის, მოძრაობის, დაშორებისა და ორიენტაციის შეფასება. ეს შეფასებები ეფუძნება გონით გათვლას, რომელიც ადამიანის წარსულ ცოდნას მოცემულ გრძნობად რეალობასა და სტიმულთან აერთიანებს, მისი (სტიმულის) პერცეპტული შინაარსის ფარგლებში. აღქმისას ხდება საგნის პერცეპტში ანუ ხატში ისეთი მარტივი სენსორული ნიშნების სინთეზი (ინტეგრაცია და კომბინაცია), როგორებიცაა საგნის ფერი, კონტურები და ხაზები. საგნის ამოცნობა შემდგომ ხდება. ეს ფსიქიკური აქტივობები სწრაფად და მიზანმიმართულად, გაცნობიერების გარეშე ხორციელდება.

ამ ორ საფეხურს შორის განსხვავების უფრო ნათლად გასაგებად განვიხილოთ დოქტორ რიჩარდსის ავადმყოფობის შემთხვევა, რომლის ტვინის დაზიანებამ პერცეპტული პროცესები დაამახინჯა, თუმცა შეგრძნება უცვლელი დარჩა.

დოქტორი რიჩარდსი იყო განათლებული და დიდი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი. სამწუხაროდ, მას ტვინის დაზიანება ჰქონდა, რომელმაც ვიზუალური განცდის შეცვლა გამოიწვია. როგორც ჩანს, არ დაზიანდა ტვინის მეტყველების ცენტრები, ასე რომ, მას შეეძლო საკმაოდ ნათლად აღეწერა თავისი საკმაოდ უჩვეულო ვიზუალური გამოცდილება. ტვინის დაზიანებამ იმოქმედა სენსორული მონაცემების სწორად გაერთიანების უნარზე. მაგალითად, დოქტორ რიჩარდსი აღწერდა, რომ, თუ რთულ (კომპლექსურ) ობიექტს ხედავდა, როგორიცაა ადამიანი და მის ვიზუალურ ველში ახლომახლო კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, იგი ზოგჯერ ადამიანის ნაწილებს განცალკევებულად ხედავდა, რომლებიც არ ერთიანდებოდნენ ერთ გამოსახულებაში. მას, ასევე, უჭირდა ერთისა და იმავე მოვლენის ხმისა და გამოსახულების გაერთიანება. როდესაც ვინმე მღეროდა, მას შეეძლო დაენახა პირის მოძრაობა და გაეგონა ხმა, მაგრამ ისე, თითქოს ხმა დუბლირდებოდა არასწორი ჩანაწერით, რაიმე უცხო ფილმში. მოვლენის ნაწილები რომ ერთიანობაში დაენახა, დოქტორ რიჩარდსს სჭირდებოდა რაიმე ჩვეულებრივი ფაქტორი, რომელიც „წებოს“ მსგავსად იმოქმედებდა. მაგალითად, თუ დანაწევრებული ადამიანის ყველა ნაწილი ერთი მიმართულებით იმოძრავებდა, რიჩარდსი ნაწილებს კვლავ გაერთიანებულად, დასრულებული ადამიანის სახით აღიქვამდა. თუმცა, პერცეპტულ „წებოს“ ზოგჯერ შეიძლება რაიმე აბსურდული კონფიგურაცია შეექმნა. დოქტორ რიჩარდსი ერთნაირი ფერის ობიექტებს, როგორებიცაა, მაგალითად, ბანანი, ლიმონი და წიწილა, გაერთიანებულად დაინახავდა მაშინაც კი, თუ ისინი სივრცეში განცალკევებულნი იქნებოდნენ. ბრბოში ადამიანები შერწყმულად მოეჩვენებოდა, თუ ისინი ერთნაირი ფერის ტანსაცმელში იქნებოდნენ გამოწყობილნი. დოქტორ რიჩარდსი გარემოს დანაწევრებულად, ფრაგმენტულად და უცნაურად განიცდიდა, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ნორმალური განცდისაგან.

საქმე ისაა, რომ პრობლემა დოქტორ რიჩარდსის თვალებში არ იყო, არც სტიმულის ნიშნების ანალიზის უნარში – იგი ზუსტად ხედავდა საგნის ნაწილებს და თვისებებს. მისი პრობლემა სინთეზში იყო ანუ მას არ შეეძლო სენსორული ინფორმაციის ნაწილების ისე გაერთიანება, რომ მხედველობის ველში ცალკეული მოვლენა ერთიანად, თვალსაჩინოდ აღექვა. დოქტორ რიჩარდსის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ სენსორული ანალიზი და პერცეპტული ორგანიზაცია უწყვეტად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაცნობიერებთ მათ მოქმედებას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: