ბადურა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Retina

თვალის უკან მდებარე შრე, რომელიც ფოტორეცეპტორებს შეიცავს და სინათლის ენერგიას ნერვულ რეაქციად გარდაქმნის.

ჩვენ თვალებით ვიყურებით, მაგრამ თავის ტვინით ვხედავთ. თვალი კრებს სინათლეს, აფოკუსირებს მას და დასაბამს აძლევს თავის ტვინისკენ მიმავალ ნერვულ სიგნალს; სხვა სიტყვებით, სინათლის ტალღის სახით გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციას  ნერვულ იმპულსად გასრდაქმნის. ეს თვალის უკანა მხარეზე, ბადურაზე ხდება. მიკროსკოპის ქვეშ კარგად ჩანს, რომ ბადურა სხვადასხვა ტიპის ნეირონისგან შემდგარი რამდენიმე მაღალორგანიზებული შრისგან შედგება.,

სინათლის ენერგიის ძირითადი გარდაქმნა ნერვულ იმპულსად ბადურაზე ჩხირებისა და კოლბების — სინათლის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორებით ხდება. ეს ფოტორეცეპტორები უნიკალურად არიან განლაგებულნი ვიზუალურ სისტემაში, კარგად ნათდებიან გარე სამყაროდან და ემიჯნებიან ნერვული პროცესების შიდა სამყაროს. ვინაიდან ჩვენს თვალებს ზოგჯერ თითქმის სიბნელეში უწევთ მუშაობა, ზოჯერ კი — კაშკაშა განათების პირობებში, ბუნებამ სინათლის გარდაქმნის ორი გზით უზრუნველგვყო: ჩხირებით და კოლბებით.

ბადურას ცენტრთან ახლოს არის პატარა უბანი, რომელსაც ფოვეას უწოდებენ. ის მხოლოდ მჭიდროდ განლაგებულ კოლბებს შეიცავს. იქ არ არის ჩხირები. ეს ადგილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფერების მიმართ და ყველაზე ზუსტად უზრუნველყოფს სივრცითი დეტალების შემჩნევას. ბადურას სხვა უჯრედები აგებენ პასუხს იმ ინფორმაციის ინტეგრაციაზე, რომელსაც ჩხირებიდან და კოლბებიდან იღებენ.

ბადურის ბიპოლარული უჯრედები ნერვული უჯრედებია, რომლებიც მრავალი ნერვული უჯრედიდან აგროვებენ იმპულსებს და მათ განგლიოზურ უჯრედებს გადასცემენ. განგლიოზური უჯრედი, თავის მხრივ, ერთი ან რამდენიმე ბიპოლარული უჯრედიდან მიღებულ იმპულსებს ერთ განმუხტვაში ანუ ერთიან აგზნებად გარდაქმნის. ცენტრალური ფოვეის კომბები თავიანთ იმპულსებს განგლიოზური უჯრედებისკენ აგზავნიან, როცა ბადურას პერიფერიაზე მდებარე ჩხირები და კოლბები ბიპოლარულ და განგლიოზურ უჯრედებს ერწყმიან. განგლიოზური უჯრედების აქსონები ქმნიან ოპტიკურ ნერვს, რომელიც ვიზუალურ ინფორმაციას თვალიდან თავის ტვინისკენ ატარებენ.

ჰორიზონტალური და ამაკრინული უჯრედები ბადურის გასწვრივ ახდენენ ინფორმაციის ინტეგრირებას. მათი ფუნქცია იმდენად თავის ტვინისკენ სიგნალების გაგზავნა არ არის, რამდენადაც უჯრედებს შორის კავშირის დამყარება. ჰორიზონტალური უჯრედები რეცეპტორებს აკავშირებენ ერთმანეთთან. ამაკრინული უჯრედები კი ბიპოლარულ უჯრედებს სხვა ბიპოლარულ უჯრედებთან, ხოლო განგლიოზურ უჯრედებს სხვა განგლიოზურ უჯრედებთან  აერთებენ.

ბადურას ანატომიურ აგებულებაში არის ერთი საინტერესო უცნაური ადგილი, სადაც ოპტიკური ნერვი გამოდის. ამ ადგილს ოპტიკური დისკი ანუ ბრმა წერტილი ეწოდება. ის სრულებით არ შეცავს რეცეპტორულ უჯრედებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ ხარვეზს, თუ სპეციალურ პირობებს არ შევქმნით ამისათვის. ეს ორი მიზეზის გამო ხდება: პირველ რიგში, ორივე თვალის ბრმა წერტილები ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ თითოეული თვალის რეცეპტორები იმის რეგისტრაციას ახდენენ, რაც გამორჩა მეორე თვალს. მეორე მიზეზი ისაა, რომ თავის ტვინი „ავსებს“ ამ ადგილს შესატყვისი სენსორული ინფორმაციით გარშემო მყოფი არეებიდან.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: