თვალის ბადურის პერიფერიაზე თავმოყრილი ფოტორეცეპტორები, რომლებიც ყველაზე მეტად სუსტი განათების პირობებში აქტიურდება.
სინათლის ენერგიის გარდაქმნა ნერვულ იმპულსად ბადურაზე ჩხირებისა და კოლბების — სინათლის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორებით ხდება. ეს ფოტორეცეპტორები უნიკალურად არიან განლაგებულნი ვიზუალურ სისტემაში, კარგად ნათდებიან გარე სამყაროდან და ემიჯნებიან ნერვული პროცესების შიდა სამყაროს. ვინაიდან ჩვენს თვალებს ზოგჯერ თითქმის სიბნელეში უწევს მუშაობა, ზოჯერ კი — კაშკაშა განათების პირობებში, ბუნებამ სინათლის გარდაქმნის ორი გზით უზრუნველგვყო: ჩხირებითა და კოლბებით.
ჩხირები არ უზრუნველყოფენ ფერის შეგრძნებას, თუმცა 120 მილიონი წვრილი ჩხირი საუკეთესოდ მოქმედებს სუსტი განათების პირობებში. სინათლიდან სიბნელეში მოხვედრისას თავდაპირველად თითქმის ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ჩვენი მხედველობა ნელ-ნელა უმჯობესდება მილიონობით ჩხირების ამოქმედების შედეგად, რომლებიც გაცილებით ნაკლებ სინათლეზე რეაგირებენ, ვიდრე კოლბები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.