სისტემატური დესენსიტიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Systematic Desensitization

ფართო განსაზღვრებით, სისტემატური დესენსიტიზაცია  ბიჰევიორალური თერაპიული ტექნიკაა და  მოიცავს იმ სტრატეგიებს, რომლებიც ამცირებენ შფოთვასა და შიშს. სისტემური დესენსიტიზაციის პროცესი გულისხმობს კლიენტის გრადუალურ (თანდათანობით) მიახლოვებას საშიშ/ ავერსიულ სტიმულთან, მაშინ როცა კლიენტი რელაქსირებულ და მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება.

ეს ტექნიკა მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს და ჯოზეფ ვოლპეს სახელს უკავშირდება. კატებზე დაწყებული ექსპერიმენტებით, ვოლპე საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნერვულ სისტემას არ შეუძლია ერთდროულად იყოს მოდუნებულიც და აგზნებულიც. ამ დასკვნის განზოგადების საფუძველზე ვოლპემ შეიმუშავა მკურნალობის სტრატეგია სხვადასხვა ფობიისა და შფოთვის მქონე პირთათვის,  რომელშიც იგი პაციენტებს პირველ რიგში, კუნთების მოდუნებას ასწავლიდა, ხოლო ამის შემდეგ სთხოვდა,  წარმოედგინათ შიშის მომგვრელი სიტუაციები.

როგორც აღმოჩნდა, მშვიდ გარემოში ყოფნა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ კლიენტმა ისწავლოს შფოთვის განვითარების შეწყვეტა და ჰქონდეს მყარი საყრდენი საშიშ და ავერსიულ სტიმულებთან პირისპირ შეჯახებისას გასამკლავებლად.

სისტემური დესენსიტიზაციის პროცესი სამ ეტაპად იყოფა.  პირველ ეტაპზე კლიენტი ახდენს  შიშისა და შფოთვის გამომწვევი სტიმულების  სახელდებას და ალაგებს მათ  იერარქიულად, ყველაზე არასაშიშიდან - ყველაზე სახიფათომდე (ან პირიქით); პროცედურის მეორე ეტაპზე თერაპევტი ასწავლის კლიენტს სარელაქსაციო (მოსადუნებელ) ტექნიკებს - ეს შეიძლება იყოს კუნთების ღრმად მოდუნება, სუნთქვის რეგულაცია თუ სხვა. ეს ტექნიკები იმისთვის არის საჭირო, რომ ა) კლიენტმა შეძლოს დაძაბულობისა და მოდუნებულობის განცდის ერთმანეთისაგან განსხავება; ბ) ისწავლოს  ფიზიოლოგიური დაძაბულობისა და დაჭიმულობის განცდის მოხსნა, რათა მოახერხოს ფსიქოლოგიური მოდუნება. ამ ეტაპების გავლის შემდეგ იწყება  მესამე - თავად სისტემური დესენსიტიზაციის ჩატარების პროცედურა: მას შემდეგ რაც კლიენტი ისწავლის ფიზიოლოგიური დაძაბულობის მოხსნას და რელაქსირებულ მდგომარეობაში იმყოფება, იგი გრადუალურად (თანდათანობით) წარმოიდგენს საშიშ სტიმულებს. პროცესი ყველაზე სუსტი  და არასაშიში სტიმულიდან იწყება. თუკი პაციენტი ამ ეტაპს გადალახავს და დისკომფორტის გარეშე შეძლებს ავერსიული სტიმულის წარმოდგენას , შემდეგ გადადის შედარებით ძლიერ სტიმულზე და ა.შ.

სისტემური დესენსიტიზაციის პროცესში, ზემოთ ნახსენებ სარელაქსაციო ტექნიკებთან ერთად  ხშირად გამოიყენება სასიამოვნო და დამამშვიდებელი სცენების წარმოდგენის მეთოდიც. ყველაზე ხშირად თერაპევტები ამ ტექნიკას სეანსის დასაწყისში/დასარულებისას და ავერსიული იერარქიული პუნქტების წარმოდგენის ინტერვალებში  იყენებენ ხოლმე. ძირითადად, ამგვარი სცენების წარმოდგენის ხანგრძლივობა ნახევარ წუთს არ აღემატება.

როგორც წესი, იერარქიულად ყველაზე საშიში სტიმულის წარმოდგენისას დისკომფორტის გადალახვას გარკვეული რაოდენობის თერაპიული სეანსები სჭირდება და მკურნალობის ხანგრძლივობა მკაცრად ინდივიდუალურია. სისტემური დესენსიტიზაცია განსაკუთრებით ეფექტურია შფოთვითი აშლილობებისა და შფოთვითი პრობლემების მქონე ინდივიდების შემთხვევაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მეთოდი მხოლოდ ვიწრო პრობლემატიკით შემოიფარგლება.  ის წარმატებით გამოიყენება სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებთან, უკონტროლო ბრაზის მართვასთან, ასთმასთან, ქრონიკულ ტკივილთან, ღამის კოშმარებთან, ალკოჰოლიზმთან, ჰიპერ დაძაბულობასთან, ენის ბორძიკსა და თავის ტკივილებთან გასამკალვებლად.

სურათი:  შფოთვის გამომწვევი სტიმულების იერარქიული სია: 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: