რეტინალური დისპარატი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Retinal Disparity

თვალების ბადურაზე გამოსახულებების ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის შეუსაბამობა.

ჩვენ ორი თვალით ვიხედებით ანუ ბინოკულარული მხედველობა გვაქვს, რაც სიღრმის შესახებ ინფორმაციის კარგი წყაროა. ბინოკულარული სიღრმის შესახებ ინფორმაცია სამი წყაროდან მიიღება, ესენია რეტინალური დისპარატი, კონვერგენცია და ფარდობითი მოძრაობის პარაპლაქსი.

ვინაიდან თვალები დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით არის ერთმანეთისგან ჰორიზონტალურად დაშორებული, ისინი სამყაროს ოდნავ განსხვავებულ სურათს იღებენ. ამაში დასარწმუნებლად, სცადეთ შემდეგი ექსპერიმენტი. ჯერ დახუჭეთ მარცხენა თვალი და გაახილეთ მარჯვენა, რათა ორი საჩვენებელი თითი პატარა დაშორებულ საგანს გაუსწოროთ. ერთი თითი დაიკავეთ მკლავის სიგრძეზე, მეორე — სახესთან დაახლოებით 30 სმ-ის დაშორებით. ახლა მარჯვენა თვალი დახუჭეთ და მარცხენა გაახილეთ, თან განაგრძეთ დაშორებულ საგანზე ფიქსაცია. რა მოუვიდა თითების პოზიციას? მეორე თვალით ვერ ხედავთ თითებს დაშორებულ ობიექტზე გასწორებულად, რადგან ის ოდნავ განსხვავებულ სურათს იღებს. სწორედ თვალების ბადურაზე მიღებული გამოსახულებების ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის შეუსაბამობაა რეტინალური დისპარატი. ის სიღრმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რადგან შეუსაბამობის ანუ განსხვავების ოდენობა ჩვენსა და ობიექტს შორის მანძილზეა დამოკიდებული (იხ. სურათი). მაგალითად, როდესაც თვალი დახუჭეთ, უფრო ახლოს მყოფი თითი დაშორდა მკლავის სიგრძეზე გაჩერებულ თითს.

როდესაც ორივე თვალით იყურებით, თქვენ მიერ დანახულ საგანთა უმრავლესობა თვალების ბადურის სხვადასხვა ადგილს აღიზიანებს. თუ ერთისა და იმავე ობიექტის ორივე ბადურაზე მიღებულ გამოსახულებებს შორის შეუსაბამობა საკმაოდ მცირეა, ვიზუალური სისტემა მათ ერთი ობიექტის სიღრმით აღქმაში აერთიანებს (თუმცა, თუ თვალების გადაკვეთისას ორი გამოსახულება ძალიან განსხვავდება ერთმანეთსგან, რეალურად გაორებულ გამოსახულებას დაინახავთ). თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენი ვიზუალური სისტემა სრულიად გასაოცარ რამეს აკეთებს: იღებს ორ განსახვავებულ რეტინალურ გამოსახურებას, ადარებს მათ ერთმანეთს შესაბამისი ნაწილების ჰორიზონტალური წანაცვლების ფასადგენად (ბინოკულარული დისპარატი) და ქმნის საგნის ერთიან პერცეფციას სიღრმეში. ფაქტობრივად, ვიზუალური სისტემა ორ გამოსახულებას შორის შეუსაბამობას სამყაროს სიღრმედ (მესამე განზომილებად) აღიქვამს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: