ფარდობითი მოძრაობის პარაპლაქსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Relative Motion Parapllax

სიღრმის შესახებ ინფორმაციის წყარო, როცა დამკვირვებლიდან საგნების ფარდობითი დაშორება განსაზღვრავს შესაბამისი რეტინალური განოსახულებების მოძრაობის ოდენობასა და მიმართულებას.

ჩვენ ორი თვალით ვიხედებით ანუ ბინოკულარული მხედველობა გვაქვს, რაც სიღრმის შესახებ ინფორმაციის კარგი წყაროა. ბინოკულარული სიღრმის შესახებ ინფორმაცია  სამი წყაროდან მიიღება, ესენია რეტინალური დისპარატი, კონვერგენცია და ფარდობითი მოძრაობის პარაპლაქსი.

იმის საილუსტრაციოდ,  როგორ გვაწვდის მოძრაობა სიღრმის შესახებ ინფორმაციას, ვცადოთ შემდეგი: დახუჭეთ ერთი თვალი და ორი საჩვენებელი თითი გაუსწორეთ დაშორებულ საგანს. შემდეგ თავი გადასწიეთ გვერდზე. ამასთან, შეინარჩუნეთ ობიექტზე ფიქსაცია და თითების უძრავი პოზიცია. თავის მოძრაობისას თითებსაც მოძრავად ხედავთ, მაგრამ ახლოს მყოფი თითი უფრო შორს ინაცვლებს და სწრაფად, ვიდრე — დაშორებული თითი. ფიქსირებული ობიექტი კი საერთოდ არ მოძრაობს. სწორედ ეს არის ფარდობითი მოძრაობის პარაპლაქსი. მოძრაობის პარაპლაქსი იმიტომ გვაწვდის სიღმის შესახებ ინფორმაციას, რომ მოძრაობისას საგნების ფარდობითი დაშორება განსაზღვრავს ბადურაზე მათი გამოსახულებების მოძრაობის ოდენობასა და მიმართულებას.

მოძრაობის პარაპლაქსის კარგი ილუსტრაციაა მანქანით მგზავრობისას  ფანჯრიდან დანახული გამოსახულებისათვის: მოძრავი მანქანიდან დაშორებული საგნები უფრო უძრავად გეჩვენებათ, ვიდრე — შედარებით ახლოს მყოფნი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: