საგანზე თვალების ფიქსაციისას თვალების შიგნით, ერთმანეთისკენ შებრუნება.
თვალების ერთმანეთისკენ შებრუნებით კონვერგენცია სიღრმის შესახებ ბინოკულარულ ინფორმაციას იძლევა (იხ. სურათი). როცა საგანს ძალიან ახლოს, სახესთან რამდენიმე სანტიმენტრზე ვუყურებთ, თვალები ერთმანეთისკენ საკმაოდ უნდა შებრუნდეს, რათა ორივე თვალში ერთი და იგივე გამოსახულება დაფიქსირდებს. რაც უფრო ახლოს არის საგანი თვალებთან, მით მეტი იქნება კონვერგენციის კუთხე იმისათვის, რომ გამოსახულება აღვიქვათ.
თვალების კონვერგენციის რეალურად დანახვა შესაძლებელია, თუ დააკვირდებით ადამიანს, რომელიც ჯერ თვალებიდან საკმაოდ დაშორებულ საგანზე კონცენტრირდება, შემდეგ კი — რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულზე. თვალის კუნთებიდან მიღებულ ინფორმაციას ტვინი სიღრმის შესახებ დასკვნის გასაკეთებლად იყენებს, თუმცა თვალების კუნთებიდან კონვერგენციაზე მიღებული ინფორმაცია სიღრმის აღსაქმელად მხოლოდ დაახლოებით 3.5 მეტრზეა გამოსადეგი. როდესაც უფრო დიდი მანძილით დაშორებულ საგანს ვუყურებთ, კუთხური განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ამ დროს თვალები თითქმის პარალელურ მდგომარეობაშია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.