Cochlea
სმენის ძირითადი ორგანო, რომელიც მოთავსებულია შიდა ყურში. ენდოლიმფით სავსე სპირალურად დახვეული მილი (იხ. ნახატი). ლოკოკინაში ბგერითი ტალღები იწვევენ სითხის რხევას, შედეგად ხდება ძირითად მემბრანაზე, კორტის ორგანოში განლაგებული ბეწვიანი უჯრედების, სმენის რეცეპტორული უჯრედების, გააქტიურება - წარმოიქმნება ნერვული იმპულსი, რომელიც ვრცელდება საფეთქლის წილში და მთავრდება ბგერის აღქმით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
კატეგორია: