ბროკას არე

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Broca’s Area

თავის ტვინის უბანი, რომლის მოტორული ნეირონებიც ჩართულია მეტყველების კონტროლში. ბროკას არე მდებარეობს მარცხენა შუბლის წილში, შუბლის მესამე ხვეულის უკანა მესამედში ტუჩების, ენის, სახისა და ხორხის მოძრაობაზე პასუხისმგებელი პირველადი მოტორული ქერქის წინ. ბროკას არეს დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ენის პროდუქციის დარღვევა, რაც ნაწილობრივ ენის გაგების სირთულესაც განაპირობებს. აღნიშნულ დარღვევას ბროკას აფაზიას (სინონიმები: მოტორული აფაზია, ექსპრესიული აფაზია, ეფერენტულ-მოტორული აფაზია) უწოდებენ.

ბროკას არე პირველად აღწერა ფრანგმა ქირურგმა პოლ ბროკამ (Paul Broca) 1861 წელს. მან აღმოაჩინა, რომ თავის ტვინის ეს უბანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტყველების არტიკულაციაში.

სინონიმები: ლატერალური პრემოტორული ქერქი, ბროდმანის 44-4 არე, შუბლის ქვემოხვეული.

 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 789;

მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 345, 351, 353;

Blumenfeld, H. (2010) Neuroanatomy through clinical cases;  Sinauer Associates, Inc. pp. 56, 68;

Encyclopedia Britannica; Broca area: http://www.britannica.com/EBchecked/topic/135877/Broca-area (14.09.14)

კატეგორია: 
ავტორები: