მეცნიერული მეთოდი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Scientific Method

მონაცემთა შეგროვებისა და ინტერპრეტაციის პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომის წყარო და სანდო დასკვნებია მიღებული. ფსიქოლოგია იმდენად ითვლება მეცნიერებად, რამდენადაც ის მეცნიერული მეთოდის მიერ დამკვიდრებულ წესებს მისდევს.

ვინაიდან მეცნიერული კვლევის მონაცემების შეგროვებისა და მათი ანალიზის ფაზებზე სუბიექტურობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი, ამიტომ ობიექტურობის გასაზრდელად სპეციალური დამცავი საშუალებები გამოიყენება. უპირველესი ისაა, რომ მკვლევრებმა სრულად უნდა დააფიქსირონ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სტადიები ისეთი ფორმით, რომ სხვა მკვლევარს მათი გაგება და შეფასება შეეძლოს.

არსებობს მეცნიერული მეთოდით მუშაობისას ობიექტურობის დაცვის მთელი რიგი საშუალებებისა. დამკვირვებლის ტენდენციურობის შესამცირებლად მონაცემთა შეგროვების პროცედურების სტანდარტიზაცია და ცნებების ოპერაციული განსაზღვრება გამოიყენება. მოლოდინისა და პლაცებოს ეფექტების დასაძლევად კონტროლის პროცედურებს, მაგალითად, ორმაგად ბრმა კონტროლს და პლაცებო კონტროლს მიმართავენ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: