კონტროლის პროცედურები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Control Procedures

მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერიმენტატორი ცდილობს, უცვლელად შეინარჩუნოს ყველა ცვლადი და პირობა, გარდა განზრახ შემოტანილი დამოუკიდებელი ცვლადისა.

ვინაიდან ადამიანისა და ცხოველის ქცევა რთულია და ხშირად მრავალი მიზეზით არის განპირობებული, კარგად გამართული კვლევის გეგმა ყველა დამატებით ცვლადს ითვალისწინებს და მათ გაუვნებელყოფას ცდილობს. სწორედ ამ სტრატეგიას უწოდებენ კონტროლის პროცედურებს ანუ პროცედურების ერთობლიობას, რომელთა დანიშნულება ყველა შესაძლო დამატებითი ცვლადის გაკონტროლებაა. ასე მაგალითად, ინსტრუქციები, ოთახის ტემპერატურა, ექსპერმენტატორის ჩაცმულობა, დავალებები, დავალების შესრულებისთვის განკუთვნილი დრო, მონაცემთა ჩაწერის ხერხები და კვლევის სიტუაციის სხვა მრავალი დეტალი ყველა მონაწილისთვის ერთნაირი უნდა იყოს. ერთადერთი განსხვავებული გამოცდილება, რასაც კვლევის მონაწილე იღებს კვლევის პროცესში, დამოუკიდებელი ცვლადის მიერ უნდა იყოს შემოტანილი.

კონტროლის პროცედურები, როგორებიცაა ორმაგად ბრმა კონტროლი და პლაცებო კონტროლი მოლოდინის ეფექტით და პლაცებო ეფექტით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების საშუალებას იძლევიან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: