თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკური კურსის გამოხატვის რადიკალურ ან პროგრესულ გზას, მაგრამ თავდაპირველად მას პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა. 1789 წელს საფრანგეთში გენერალური შტატების მოწვევისას მდაბიო მოსახლეობა (მესამე ფენის – ქალაქთა კორპორაციების წარმომადგენლები) მეფისაგან მარცხნივ ისხდნენ, ხოლო თავად–აზნაურობას უფრო საპატიო მარჯვენა მხარე ეჭირა. მ–ის რეალური შინაარსი დროისა და ადგილის გავლენის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება და საკმაოდ არაერთგვაროვანია, მგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, ეგალიტარიზმისკენ სწრაფვას, მუშთა (კარგად ორგანიზებულ) კლასზე დაყრდნობას, მრეწველობის ნაციონალიზაციის მხარდაჭერას, ანტაგონიზმს იერარქიის მიმართ, ნაციონალისტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიუღებლობას. განსაზღვრება მ. გამოიყენება პოზიციების დასაფიქსირებლად როგორც ერთი პარტიის შიგნით, ასევე პარტიებს შორის. მემარცხენეთა ფრთას ეკუთვნიან სოციალისტები, რომელთაც უკიდურესი პოზიცია უკავიათ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ. მემარცხენე კომუნიზმად (რომელსაც ლენინმა 1920 წ. „საყმაწვილო დაავადება“ უწოდა), ცინიზმის, გარკვეული დოზით, შეიძლება მოინათლოს კომუნიზმის ყველა ის ფორმა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მყოფი კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელების მხარდაჭერით არ სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, 1920–30 წწ. ცალკეულმა მიმართულებამ მემარჯვენე ან მემარცხენე მოძრაობების დასახელება მიიღო. მ., როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელი როლის სათანადო გათვალისწინების გარეშე, ხალხის რევოლუციისაკენ წაქეზებას ნიშნავდა, ხოლო მემარჯვენეობა – „ახალი ეკონომიკური პოლიტიკისა“ (ნეპის) და ბაზრის აქტიურ მხარდაჭერას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი