Antagonism
პოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი ფორმა, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების შეურიგებლობით. კონფლიქტოლოგიური ან კლასობირივი თეორიების ფარგლებში მიჩნეულია, რომ მოცემული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი ანტაგონისტური წინააღმდეგობები (ვთქვათ, წინააღმდეგობა მემამულეებსა და გლეხებს შორის ფეოდალურ საზოგადოებაში) შეუძლებელია გადაიჭრას ამ სისტემაში, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ანტაგონისტური წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მთელი სისტემის რადიკალური შეცვლით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: