ნაციონალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nationalization

მიწასა და ნაციონალური მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილის (მრეწველობა, ბანკები, ტრანსპორტი, კავშირგბმულობა და სხვ.) კერძო სკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XX ს-ში ბევრ ქვეყანაში ნ. სხვადასხვაგვარად და ფართოდ გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მან მოიცვა ყოფილი სსრკ-ის, ხოლო 1945-50 წ ლებში რიგი სოციალისტური ქვეყნების მიწისა და სახალხო მეურნეობის თითქმის მთლიანი მოცულობა. ნ-ის მოთხოვნა ამა თუ იმ ფორმით ფიგურირებდა არასოციალისტური ქვეყნების მთელი რიგი პარტიების (უპირველეს ყოვლისა, სოციალისტური და კომუნისტური ორიენტაციის) საპროგრამო დოკუმენტებში აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების, საფრანგეთში სოციალისტების და სხვ.) მიერ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნ. ყოველთვის და ყველგნ სასურველ შედეგს როდი იძლეოდა, ამიტომაც მას ხშირად პირუკუ - დენაციონალიზაციის პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: