იერარქია

Hierarchy

თანამდებობის და სხვადასხვა დონის მიხედვით ადამიანების, ნივთების ან იდეების დახარისხება. ადმინისტრაციული სისტემა იერარქიულია იქედან გამომდინარე, რომ ერთი გარკვეული დონე ზემდგომ დონეს ექვემდებარება და წარმოადგენს ავტორიტეტს ქვემდგომი დონისათვის. ელიოტ ჟაკი (Elliot Jaques) თავის ნაშრომში „იერარქიის ქება“ (“In Praise of Hierarchy”, Harvard Business Review, 1990) დავობს, რომ ისინი, ვინც იერარქიას ეწინააღმდეგებიან: „უბრალოდ ცდებიან და ყველა მათი არგუმენტი არამარტო იერარქიის, არამედ ადამიანური ბუნების არასწორად გაგებას ემყარება.“ იერარქიული ფენები ამოცანების მართვად საფეხურებად დაყოფის გამო ორგანიზაციას ღირებულებას სძენენ: „ჩვენ არ გვჭირდება რაიმე ახალი ტიპის ორგანიზაცია. ჩვენ მენეჯერული იერარქია გვჭირდება, რომელსაც თავისივე დანიშნულება და ბუნება ესმის.“ ჟაკის მიხედვით, იერარქია საუკეთესო ალტერნატივაა დიდი ორგანიზაციებისათვის: „ჩვენ გვჭირდება შევწყვიტოთ ძიება ორგანიზაციული „წმინდა გრაალისა“ და შევჩერდეთ მენეჯერული იერარქიის წესრიგში მოყვანის მძიმე სამუშაოზე.“

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: