თეორიული პოზიცია, რომელიც მოითხოვს, რომ ადეკვატური სოციოლოგიური ანალიზი ეფუძნებოდეს მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მახასიათბლებს. ამ პოზიციაზე იდგა, მაგ., მაქს ვებერი, რომელიც მოქმედებაში ნაგულისხმევი სუბიექტური საზრისის, ანუ მოქმედების სუბიექტური ინტერპრეტაციის კვლევით შემოფარგლავდა სოციოლოგიას და თვით ისეთი სოციალური ფენომენების, როგორიცაა კაპიტალიზმი ან სახელმწიფო, შესწავლას (ახსნას) მოითხოვდა რეალური ან აბსტრაქტული ინდივიდების ქმედებათა კონტექსტში. მ.ი. ჩამოყალიბდა როგორც ფუნქციონალიზმის ოპოზიცია. ფუნქციონალისტები, კერძოდ, დიურკემი ამტკიცებდა, რომ სოციოლოგიური ანალიზი უნდა მიიმართებოდეს არა ინდივიდუალური მოტივაციებისაკენ (რაც დევიაციების წყაროა), არამედ „სოციალური ფაქტებისაკენ“, რომლებიც ინდივიდებისაგან დამოუკიდებლად, კოლექტიურობის ფორმით არსებობს. პარსონსი, აგრეთვე ამტკიცებდა, რომ სოციოლოგიამ უნდა შეისწავლოს სოციალური ჯგუფის ე.წ. „ემერჯენტული თვისებები“, ანუ ის თავისებურებები, რომლებიც არ დაიყვანება ჯგუფის შემადგენელი ცალკეული ინდივიდების მახასიათებლებამდე, არამედ მხოლოდ მათ შორის ურთიერთობის მოდელებში ვლინდება. ამის საპირისპიროდ, მ.ი. ამტკიცებს, რომ ყველა სოციოლოგიური ახსნა უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ინდივიდებისადმი მიმართვით. სუბიექტური მნიშვნელობებისაგან დამოუკიდებლად, კოლექტიური სოციალური ფორმები (სისტემები, სტრუქტურები და სხვ.), მხოლოდ ფიქციაა. ამ შეხედულებას, ჩვეულებრივ აკრიტიკებენ იმ პოზიციიდან, რომ შეუძლებელია ინდივიდები მთლიანად გავათავისუფლოთ კულტურასა და სტრუქტურულ კონტექსტებზე დამოკიდებულებისაგან.
მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი
Methodological Individualism
კატეგორია: