საჯარო პოლიტიკის წარმოების ციკლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Public Policymaking Cycle

კონცეპტუალური მოდელი, რომელიც საჯარო პოლიტიკის პროცესს აღიქვამს როგორც ერთმანეთის თანმიმდევრული ეტაპებისგან შემდგარ პროცესს, რომელსაც აქვს ციკლური ხასიათი. ეტაპები, რომლებიც საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ნაწილად მოაზრება, შემდეგია: 1. დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკის პრობლემების იდენტიფიკაციის ეტაპს; 2. პოლიტიკის ფორმულირება, რომელიც არის საზოგადოებრივი პრობლემების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებზე მსჯელობისა და განხილვის ეტაპი; 3. პოლიტიკის დამტკიცებისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპი; 4. პოლიტიკის განხორციელება/იმპლიმენტაცია; 5. პოლიტიკის შეფასება, რომელშიც მოიაზრება პროგრამული შეფასება და განხორციელებული პოლიტიკის კურსის ზეგავლენების ანალიზი; 6. უკუკავშირის ეტაპი, რომელშიც იგულისხმება პოლიტიკის შეფასების დროს მიღებული შედეგების გაანალიზების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და რომელიც ხდება პოლიტიკის შეწყვეტის ან პოლიტიკის გადახედვისა და, შესაბამისად, საჯარო პოლიტიკის წარმოების ახალი ციკლის დაწყების საფუძველი. საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესი ციკლურ ხასიათს ატარებს, რის გამოც, მას, ხშირ შემთხვევაში, ციკლურ პროცესად მოიხსენიებენ.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: