ცრურწმენა არის წინასწარდასწავლილი დამოკიდებულება სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც უარყოფით ემოციურ (ანტიპათია, შიში), კოგნიტურ (სტერეოტიპებს) და ქცევით (მტრული ქცევის პრედისპოზიცია) კომპონენტებს მოიცავს. თავისი არსით ცრურწმენა მცდარი და ირაციონალურია. ცრურწმენა შეიძლება იყოს იმპლიციტური (ამ შემთხვევაში არაცნობიერი) ან ექსპლიციტური (ცნობიერი). ცრურწმენებით სამიზნე ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებისა და ქცევითი განზრახვების გამართლება ხდება.
ცრურწმენა სოციალურად საზიანო და სახიფათო მოვლენაა. ცრურწმენის ყველაზე მკაფიო და არაადამიანური მაგალითი ნაცისტების მიერ ებრაელებისა და სხვა ჯგუფების დევნა, შევიწროვება და ფიზიკური განადგურებაა.
ცრურწმენებს საფუძვლად სოციალური კატეგორიზაციის ფენომენი უდევს. სოციალური კატეგორიზაცია არის პროცესი, რომელსაც ადამიანები იყენებენ, რათა მოახდინონ სოციალური გარემოს ორგანიზება და კლასიფიცირება „მეს“ და „სხვას“ შორის, ისევე როგორც „ჩვენ“ და „სხვებს“ შორის. ამგვარი დაპირისპირება გარემოს ორად ყოფს - შიდა ჯგუფად და გარე ჯგუფად. შედეგად, შიდა ჯგუფის მიმართ ყალიბდება ერთგვარი პოზიტიური, შიდაჯგუფური მიკერძოება - ჯგუფს, რომლისადმიც ინდივიდს მიკუთვნებულობის განცდა აქვს, გაცილებით დადებითად აფასებს, ვიდრე გარე ჯგუფს. გარდა ამისა, გარე ჯგუფის მიმართ ძალიან ადვილად ყალიბდება ტენდენციურობა და სტერეოტიპული შეფასების პატერნები. სტერეოტიპი წარმოადგენს განზოგადებებს, რომლებიც დაკავშირებული ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან და ხდება ამ მახასიათებლების მთლიანად ჯგუფისთვის მიწერა. ამასთანავე, ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მათ სტერეოტიპულ შეხედულებებს.
ცრურწმენები კარგ წინაპირობას წარმოადგენენ ისეთი დისკრიმინაციული ქცევების განსახორციელებლად როგორიც არის, მაგალითად, კანის ფერის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ადამიანის უარყოფითად გამორჩევა - რასიზმი ან სექსიზმი - სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, ჰომოფობია, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო, გამოარჩევს ჰომოსექსუალ ადამიანებს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური კატეგორიზაცია და „ჩვენ“ და „სხვებად“ კლასიფიცირების ტენდენცია მწვავდება მაშინ, როდესაც აღიქმება, რომ რესურსები ცოტაა და შესაძლოა მხოლოდ ერთ ჯგუფზე გადანაწილდეს.

***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1