პარალელური და სერიული პროცესები

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Parallel Processes

პარალელურია ორი ან მეტი ფსიქიკური პროცესი, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს, ხოლო სერიულია პროცესები, როცა ორი ან მეტი ფსიქიკური პროცესი თანმიმდევრულად, ერთმანეთის შემდეგ მიმდინარეობს.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში მომუშავე სპეციალისტების მიერ ისეთი უმაღლესი კოგნიტური პროცესების შემადგენელ კომპონენტებად (ცალკეულ პროცესებად) დაშლა და შესწავლა, როგორებიცაა მეტყველება და პრობლემის გადაჭრა, ექსპერიმენტული დავალებების გამოყენებით ხდება. ასეთი დავალებები ცხადყოფენ, რომ შესაძლებელია რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდეს ან ერთ საფეხურს პირდაპირ მოჰყვებოდეს მეორე (იხ. სურათი). სურათი ნათლად წარმოგვიდგენს სერიულ და პარალელურ პროცესებს შორის განსხვავებას. სურათზე ხედავთ, რომ ვიზუალური ძიება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარიმართოს პარალელურად — რიგში მოცემული ყველა ელემენტის შემოწმება შესაძლებელია ერთდროულად, ხოლო სხვა ტიპის ძიება მოითხოვს თითოეული ელემენტის სერიულ გადამუშავებას. შემოწმება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, ერთიმეორის მიყოლებით.

პროცესების პარალელური თუ სერიული მიმდინარეობის იდენფიციკაციის მიზნით, ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ რეაქციის დროს, თუმცა სურათის C ნაწილში მოცემული მაგალითი აჩვენებს, რომ ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს. წარმოიდგინეთ, გვაქვს დავალება, რომელიც, სავარაუდოდ, ორ პროცესს მოიცავს. თუ გვეცოდინება მხოლოდ ამ პროცესების მიმდინარეობის დრო, ვერასოდეს განვსაზღვრავთ მათი მიმდინარეობის სპეციფიკას ზუსტად ანუ ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, თანმიმდევრულად მიმდინარეობს ეს ორი პროცესი თუ ერთდროულად. კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დავალების ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ექსპერიმენტატორს უამრავი შესაძლო კონფიგურაციიდან პროცესების სწორი თანმიმდევრობის ვარიანტის განსაზღვრის საშუალებას მისცემს.

თეორეტიკოსები პროცესების სერიული და პარალელური მიმდინარეობის განსაზღვრას ხშირად აქტივობაში ჩართულ ფსიქიკურ რესურსებზე მოთხოვნის ხარისხის შეფასებით ცდილობენ. წარმოიდგინეთ, რომ მეგობართან ერთად მიდიხართ სადღაც. ჩვეულებრივ, თქვენთვის ადვილია, იაროთ პირდაპირ და თან ისაუბროთ — ამ დროს გადაადგილებისა და მეტყველების პროცესი პარალელურად მიმდინარეობს; მაგრამ რა მოხდება, თუ მოულოდნელად ტროტუარზე გუბეებს დაინახავთ? გუბეებს შორის გზის გასაკვლევად, შესაძლებელია, შეწყვიტოთ საუბარი. ახლა გადაადგილების პროცესი დამატებით რესურსებს მოითხოვს გეგმის შესამუშავებლად, მეტყველების პროცესი კი მომენტალურად ფერხდება.

ამ მაგალითში ძირითადი დაშვება ისაა, რომ ადამიანებს გადამუშავების შეზღუდული რესურსები აქვთ, რომელთა გადანაწილებაც უნდა მოხდეს სხვადასხვა დავალებაზე. ამ რესურსების გადანაწილებაზე თქვენი ყურადღებაა პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ტერმინი ყურადღება გულისხმობს სელექციას. თუმცა, გასარკვევია, რომელი ფსიქიკური პროცესი უნდა იქნეს ამორჩეული, როგორც გადამუშავების რესურსის მიმღები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: