პრობლემის გადაწყვეტა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Problem Solving

პრობლემის გადაწყვეტა ეწოდება აზროვნების პროცესს, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული. პრობლემის გადაწყვეტა მოიცავს საწყისი მომენტიდან (პრობლემის იდენტიფიცირებიდან) მიზნის მიღწევამდე (გადაჭრამდე) არსებულ ეტაპებს და გულისხმობს ამ პროცესში არსებული დაბრკოლებების გადალახვას. მიზნის მიღწევის  პროცესში მთელი რიგი ფსიქიკური ოპერაციებია ჩართული.

კოგნიტური ფსიქოლოგები პრობლემების ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ. ესენია: კარგად სტრუქტურირებული (განსაზღვრული) და ცუდად სტრუქტურირებული (განუსაზღვრული) პრობლემები. კარგად სტრუქტურირებული პრობლემის მაგალითს წარმოადგენს მაგალითად, 145x24=? ტიპის ამოცანები, რომლებსაც კონკრეტული, ცხადი და ნათელი ამოხსნა და გადაჭრის გზა აქვთ. რაც შეეხება ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად: „როგორ შეიძლება მღვდელი დაქორწნდეს 25 სხვადასხვა ქალზე ისე, რომ არ შეექმნას პრობლემები კანონთან?" ასეთ შემთხვევებში გადაჭრის მკაფიო და ზუსტი ხერხი არ არსებობს. კარგად სტრუქტურირებული (განსაზღვრული) პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანები ალგორითმს იყენებენ. ალგორითმი თანმიმდევრული და საფეხურეობრივი პროცედურაა, რომლითაც კონკრეტული ტიპის პრობლემის გადასაჭრელად სწორ პასუხს ვპოულობთ. ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ინდივიდები ალგორითმის გამოყენებით ვერ მიდიან სწორ პასუხამდე, ევრისტიკას მიმართავენ. ევრისტიკა ეწოდება კოგნიტურ სტრატეგიას, რომელიც ხშირად გამოიყენება რთული ამოცანის შემოკლებული გზით გადასაჭრელად.

ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს ხშირად ინსაით -/შინაგან?/ პრობლემებსაც უწოდებენ. არა-ინსაით პრობლემებებთან შეჯახებისას, ადამიანებმა იციან, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან პრობლემის მოგვარებას, მაშინ როდესაც ინსაით-პრობლემის დროს, შესაძლოა ძალიან ახლოს იყვნენ გადაყვეტასთან, მაგრამ ვერ მიხვდნენ, ვიდრე ინსაითი არ დადგება.

პრობლემის გადაწყვეტის პროცესის პირველი ეტაპი პრობლემის იდენტიფიცირებაა. მას შემდეგ, რაც ამოცნობა მოხდება, აუცილებელია მისი განსაზღვრა და მენტალურად რეპრეზენტირება. ფსიქოლოგებმა პრობლემის გადაწყვეტის პროცესში შემავალი პროცესების საილუსტრაციოდ გარკვეული სქემა შეიმუშავეს, სადაც თანმიმდევრობით არის აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც  ადამიანის გონება  გადის პრობლემის იდენტიფიცირებიდან მის წარმატებით გადაწყვეტამდე.

ეს ეტაპებია:

  1. პრობლემის ამოცნობა და იდენტიფიცირება;
  2. პრობლემის განსაზღვრა და მენტალურად რეპრეზენტირება;
  3. გადაჭრის სტრატეგიის შემუშავება;
  4. პრობლემის შესახებ  არსებული ცოდნის ორგანიზება;
  5. ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების მიმართვა  პრობლემის გადასაჭრელად;
  6. მიზნის მიღწევის პროცესის მონიტორინგი;
  7. პრობლემის გადაწყვეტის  სისწორის შემოწმება.

ცხადია, პრობლემის გადაწყვეტა არ გულისხმობს მოცემულ სქემაში არსებული ყველა ნაბიჯის თანმიმდევრობით გავლას. როგორც წესი, პრობლემის გადაჭრის წარმატებული მეთოდი მოქნილია და შესაძლოა სხვა თანმიმდევრობით გადიოდეს სქემაში ნაჩვენებ ეტაპებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Davidson, J. ; Sternberg, R. (2003) The Psychology Of Problem Solving. Cambridge Univeristy Press. Cambridge

კატეგორია: 
ავტორები: