ევრისტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Heuristics

ევრისტიკა ეწოდება კოგნიტურ სტრატეგიას ან „პრაქტიკულ მეთოდს“, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც შემოკლებული გზა რთული ამოცანის გადასაჭრელად. ადამიანები ხშირად მიმართავენ ევრისტიკის მეთოდებსა და სტრატეგიებს, იშველიებენ რა პრაქტიკულ საქმიანობასა და გამოცდილებას მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც წესი, რთულ და კომპლექსურ პრობლემებს ნაკლებად მოეძებნება ერთი, საუკეთესო გადაწყვეტის გზა. ამასთანავე, ამოხსნის პროცესს ისეთი ფაქტორები ართულებენ, როგორიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არასრული ინფორმაციის ფლობა, დროის სიმცირე, გაურკვევლობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ინდივიდები ინტუიციის, საზრიანობის გამოცდილებისა და გამომგონებლობით მაინც პოულობენ გამოსავალს.

ევრისტიკული მეთოდები ცალსახად არც დადებითია, არც უარყოფითი. მათი აღწერისას, სჯობს გამოვიყენოთ სიტყვა ეკოლოგიური, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს სტრატეგიები წარმატებით   კონკრეტულ და სპეციფიკურ გარემოსა და სიტუაციებში გამოიყენება.

ევრისტიკასთან მიმართებაში მეცნიერებაში ორი ტიპის დამოკიდებულება გამოიყოფა: (1) მათემატიკური შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ისეთ შემთხვევებში, როცა პრობლემის გადაჭრა ანალიზით შეუძლბელია, ევრისტიკის გამოყენება გარდაუვალია. ეს მიდგომა ევრისტიკას პრობლემის გადაჭრის გზად განიხილავს, განსხვავებით მეორე შეხედულებისგან, რომლის მიხედვითაც (2) ევრისტიკა თავად წარმოადგენს პრობლემას, რადგან ინდივიდის მხრიდან მისი გამოყენების საჭიროება ადამიანური გონისა და კოგნიციის ლიმიტებზე მიგვითითებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

შუბლაძე, მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური (2008) მენეჯმენტის საფუძვლები: ( სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.) , უნივერსალი, თბილისი.

Gigerenzer, G.; Engel, C. (2006) Heuristics and the Law, Massachusests Institute of Technology and Freie Universitat Berlin, Berlin. 

კატეგორია: 
ავტორები: