კოგნიტური ფსიქოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cognitive Psychology

კოგნიტური ფსიქოლოგია (ლათ. cognitio- შემეცნება, ცოდნა) თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის შემეცნებით პროცესებს - შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, მეტყველება და აზროვნება. ასევე მისი შესწავლის სფეროა ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი (ხი). 

კოგნიტური ფსიქოლოგია შემეცნების პროცესს განიხილავს როგორც ინფორმაციის გადამუშავების თანმიმდევრულ ეტაპებს, სადაც თითოეულ ეტაპს  თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს. იგი ეფუძნება კოგნიტურ მიდგომას (პერსპექტივას) და ცდილობს  პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

  • როგორ ხდება გარე სამყაროდან ინფორმაციის მიღება?
  • როგორ გადაამუშავებს და ინახავს ადამიანის გონება მიღებულ ინფორმაციას?
  • როგორ ხდება პრობლემების გადაჭრა და რა გავლენას ახდენს ეს ინფორმაცია ქცევაზე?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად იგი შეიმუშავებს ინფორმაციის გადამუშავების კოგნიტურ მოდელებს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მოდელია მეხსიერების მრავალსაცავიანი მოდელი. კოგნიტური მოდელი დაკვირვებებისა და დასკვნების საფუძველზე შექმნილი მეტაფორაა, რომელიც აღწერს შემეცნების სტრუქტურასა და პროცესებს.

კოგნიტური ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებლ მეცნიერებას, საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის 50-იან წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1956 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტში ჩატარდა კონფერენცია, რომლიც ეძღვნებოდა ინფორმაციის გადამუშავების თეორიებს და რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ნოამ ჩომსკი, ჯერომ ბრუნერი, ჰერბერტ საიმონი, ჯორჯ მილერი და სხვანი. ამ კონფერენციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფსიქოლოგიაში ფსიქიკური პროცესების მნიშვნელობის სხვაგვარ გააზრებაში. ცვლილება იმდენად ძირეული აღმოჩნდა, რომ  ეს პერიოდი ფსიქოლოგიის ისტორიაში  კოგნიტური რევოლუციის სახელით შევიდა. 

თუმცა, კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმოშობა ოფიციალურად უკავშირდება 1967 წელს ამერიკელი ფსიქოლოგის ულრიხ ნაისერის ნაშრომის „კოგნიტური ფსიქლოგია“ გამოქვეყნებას.

კოგნიტური ფსქოლოგიის განვითარებას, ასევე ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ბიჰევიორიზმის მარცხი, რომლმაც ვერ შეძლო აეხსნა ერთსა და იმავე სტიმულზე ქცევების მრავალფეროვნება; 
  • კავშირების თეორიის წარმოშობა, რომელმაც ხელი შეუწყო სიგნალების აღმოჩენისა და ყურადღების ექსპერიმენტულ შესწავლას;
  • ლინგვისტიკის განვითარება. ნოამ ჩომსკის  ახალმა ხედვამ  „უნივერსალური გრამატიკის” შესახებ რადიკალურად შეცვალა ასოციაციონიზმისა და ბიჰევიორიზმის ემპირისტული პოზიცია;
  • ახალი კვლევები მეხსიერების შესწავლის მიზნით;  
  • კომპიუტერული მეცნიერებისა და სხვა ტექნოლოგიური მიღწევების განვითარება;
  • განვითარების ფსიქოლოგიის აღმასვლა.

კოგნიტური ფსიქოლოგია იყენებს კვლევის მრავალფეროვან მეთოდებს, როგორებიცაა ექსპერიმენტი (ლაბორატორიული და ბუნებრივი), დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, კომპიუტერული სიმულაცია, თვითაღწერითი მეთოდები,  ფსიქობიოლოგიური გამოკვლევები და ა.შ.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin , A. E., (20..) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set

გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ.

Solso, R. L. (2001). Cognitive psychology (6 th ed.). Boston: Allyn and Bacon.

Sternberg, R. J., 2009 , Cognitive Psychology.

კატეგორია: 
ავტორები: