ოპერანტული ჩაქრობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Operant Extinction

როცა ქცევას აღარ მოსდევს პროგნოზირებადი შედეგები, ის უბრუნდება იმ საწყის მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა ოპერანტულ განპირობებამდე.

როგორც კლასიკური განპირობებაში ხდება, რომ განუპირობებელი სტიმული აღარ მოგვეწოდება, განპირობებული რეაქცია თანდათან ქრება, ეს კანონზომიერება ძალაშია ოპერანტული განპირობებულობის შემთხვევაში: თუ განმამტკიცებელი მცირდება ან, საერთოდ, ჩამოცილებულია სახეზეა ოპერანტული ჩაქრობა. ამგვარად, თუკი ქცევა აღარ იწვევს მოსალოდნელ ეფექტსა და შედეგს, ის ბრუნდება იმ დონეზე, რომელზეც იყო ოპერანტულ განპირობებულობამდე.

საკუთარ თავზე დაკვირვებისას არაა ძნელი, აღმოვაჩინოთ ქცევები, რომლებიც გარკვეული პერიოდი განმტკიცებული იყო და შემდეგ ჩაქრა. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ტელეფონის აპარატში ფულის ჩაგდებისას მონეტა გაჭედილა,ვერ გილაპარაკიათ და დაგირტყამთ ავტომატისთვის?თუკი ამ დროს ფული ჩავარდება ავტომატში, თქვენ სხვა დროსაც გაიმორებთ იმავე ქცევას, რადგან მან ერთხელ უკვე მოიტანა შედეგი. მაგრამ მომავალში,თუკი თქვენი ცდა უშედეგოდ დასრულდა, ეს ქცევაც ჩაქრება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: