ლესბოსელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lesbian

ტერმინი ლესბოსელი გამოიყენება ქალთა შორის ჰომოსექსუალური ქცევისა და იდენტობის გამოსახატად. ეს სიტყვა საბერძნეთში არსებული კუნძული ლესბოსის დასახელებიდან მომდინარეობს, სადაც, როგორც ცნობილია, ძ.წ. მე-6 საუკუნეში ანტიკური ხანის მწერალი ქალი საფო მოღვაწეობდა. საფოს ჩვენამდე მოღწეულ ტექსტებში აღწერილია ქალთა ცხოვრება, მათი ურთიერთობები და სილამაზე.

მე-18 საუკუნეში იწყება ტერმინ „ლესბოსელის“ გამოყენება სამედიცინო ლიტერატურაში ქალთა შორის ეროტიკული ურთიერთობის აღსაწერად. რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგი და ჰაველოკ ელისი პირველი მეცნიერები იყვნენ, რომლებმაც ქალთა შორის სესობრივი კავშირის შესახებ შრომები გამოაქვეყნეს და მას აღწედნენ, როგორც ფსიქიკურ დარღვევას, რომელის განკურნებაც გათხოვებით იყო შესაძლებელი. მე-20 საუკუნიდან სამედიცინო ლიტერატურაში ლესბოსელობა ამოღებულია ფსიქიკურ დარღვევათა ნუსხიდან.

ფემინისტურ თეორიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლესბოსელობას, როგორც ქალთა შორის ემოციური კავშირებისა და სოლიდარობის ერთ-ერთ ფორმას; აგრეთვე იმას, რომ ლესბოსური კავშირების არაღიარება და დევნა ოდითგანვე იყო პატრიარქალური სისტემის არსებითი კომპონენტი, რომელიც უდიდესი როლს ასრულებდა ამ სისტემის ფუნქცონირებასა და შენარჩუნებაში.

იხილეთ აგრეთვე: ესბოსური ფემინიზმი, ლესბოსური კონტინუუმი, ლესბოსური ლიტერატურა, ჰეტერონორმატიულობა

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Lesbian, (1989). Oxford English Dictionary, Second Edition.

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013).შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში. იდენტობა

Rich A. (1980) „Compulsory Heterosexuality and Lesbian Existence“ Signs, Vol. 5, No. 4 pp. 631-660.

კატეგორია: 
ავტორები: