ლესბოსური ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lesbian Feminism

არა მხოლოდ ღიად დაუპირისპირდა საზოგადოებაში არსებულ ჰეტერონორმატიულობას, არამედ აკრიტიკებდა იმდროინდელ გეი-მოძრაობასა და, ასევე, ფემინიზმს, რომელთაგანაც ლესბოსელთა გამოცდილება მთლიანად უგულებელყოფილი იყო, რადგან პირველი მხოლოდ მამაკაც ჰომოსექსუალებზე აკეთებდა აქცენტს, მეორე კი - მხოლოდ ჰეტეროსექსუალ ქალებზე.  

1981 წელს ჯონ ჰარტმა და დაიან რიჩარდსონმა გამოაქვეყნეს ნაშრომი „ჰომოსექსუალობის თეორია და პრაქტიკა“, რომელშიც მათ გააკრიტიკეს ჰომოსექსუალთა შესახებ კვლევებში მამაკაცთა დომინანტური ადგილი და შეეცადნენ, ერთმანეთისაგან განეცალკევბინათ გეებისა და ლესბოსელების გამოცდილება. ამის შემდგომ, ნელ-ნელა წინა პლანზე წამოიწია კონკრეტულად ლესბოსელობის, როგორც სრულიად განსხვავებული გამოცდილების, შესწავლამ. ლესბოსელი ფემინისტების განცხადებით, ჰომოსექსუალი ქალები დანარჩენი ქალებისა და მამაკაცი ჰომოსექსუალებისაგან განსხვავებით, ჰეტერონორმატიულ და პატრიარქალურ საზოგადოებაში ორმაგად დისკრიმინირებულნი არიან - პირველი, როგორც ქალები და, მეორე, როგორც ჰომოსექსუალური იდენტობის მატარებელნი. ამიტომ, შეუძლებელია მათი გამოცდილების გაერთიანება ზოგადად ქალების ან დარჩენი არაჰეტერონორმატიული სექსუალური იდენტობის მქონე ჯგუფების გამოცდილებასთან.

შარლოტ ბანჩი, სეპარატისტულ-ლესბოსური ფემინიზმის ერთ-ერთი წარმომადდგენელი, ამტკიცებდა, რომ პატრიარქატთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ქალთა ცხოვრებიდან მამაკაცების როლის სრული უგულებელყოფაა და  ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მამაკაცის მჩაგვრელი ჩრდილიდან გათავისუფლებას, თუ უარს იტყვის იმ პრივილეგიებზე, რომლებსაც ის  მამაკაცებთან  ჰეტეროსექსუალური კავშირით იღებს.

იხილეთ, აგრეთვე: ლესბოსური კონტინუუმი, ლესბოსური ლიტერატურა, ჰეტერონორმატიულობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

შ. გაბუნია, ი. ვაჭარაძე (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა

Rich  A.  (1980) „Compulsory Heterosexuality and Lesbian Existence“, Signs, Vol. 5, No. 4 pp. 631-660.

კატეგორია: 
ავტორები: