ჰეტერონორმატიულობა, ჰეტეროსექსიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Heteronormativity, Heterosexism

ჰეტერონორმატიულობა გულისხმობს გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ ადამიანები  მხოლოდ ორ გენდერად, ქალად და მამაკაცად, იყოფიან და მათ შორის ჰეტეროსექსუალური კავშირი ერთადერთი ნორმალური სექსუალური ურთიერთობაა. შესაბამისად, ჰეტერონორმატიულობა განსაზღვრავს იმასაც, რომ თუ ჰეტეროსექსუალური პრაქტიკის მქონე ადამინები სოციალურად პრივილეგირებულები არიან. სწორედ ამიტომ, ჰეტერონორმატიულობა ხშირად განიხილება ჰეტეროსექსიზმისა და ჰომოფობიის პარალელურად.

ტერმინი „ჰეტეროსექსზიმი“ პირველად  1980-იანი წლების ბოლოს  გრეგორი ჰერკმა გამოიყენა. მან ის განსაზღვრა, როგორც იდეოლოგიური სისტემა, რომელიც უარყოფს და სტიგმატიზაციას უკეთებს ქცევის, იდენტობის, ურთიერთობის ნებისმიერ არაჰეტეროსექსუალურ ფორმას. ჰეტეროსექსიზმს ორნაირი გამოხატულება შეიძლება, ჰქონდეს: პირველია კულტურული, რომელიც უარყოფს ლგბტ ისტორიას და პრივილეგირებულად წარმოაჩენს ჰეტეროსექსუალურ გამოცდილებას; მეორეა ფსიქოლოგიური, რომელიც აყალიბებს ანტილგბტ შეხედულებებს. ჰეტეროსექსიზმის მაგალითად შეიძლება, მივიჩნიოთ ის, რომ ლგბტ საზოგადოება მთლიანად გამორიცხულია ფსიქოლოგიის ძირითადი სახემლძღვანელოებიდან, ხოლო თუ მათზე მაინც არის საუბარი, ისინი წარმოდგენილნი არიან განსხვავებულის იარლიყით. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), „შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში“  იდენტობა, თბილისი.

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, p. 214.

Rich, A. (1980), Compulsory Hetereosexuality and Lesbian Existence ,Signs 5 (4).

Schutte, O. (1997), Critique of Normative Heterosexuality, Hypatia 12 (1).

კატეგორია: 
ავტორები: