ანა გუნიამ 2011 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ივ.ჯავახიშვილის სახელობოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2013 წელს დაასრულა იმავე უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა და დაიცვა ნაშრომი „სოციალური სტიგმით გამოწვეული სტრესის გავლენა თბილისში მცხოვრებ ლესბოსელებზე“.
2013-2014 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „დრო და მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა საქართველოში განვითარების პროექტებით გამოწვეული გადასახლების ფსიქო-სოციალური ფაქტორების შესახებ.
2014-2015 წლებში მუშაობდა „ქალთა ფონდში საქართველოში“ პროექტის ასისტენდად და მიიღო მონაწილეობა ფრანგული სამთავრობო ორგანიზაციის France Expertise Internationale-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში ლბტ ქალებზე ძალადობის დაძლევის გზების“ და ქალთა გერმანული ფონდის filia-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე“ კოორდინირებაში.
2014 წლიდან გახლდათ დასაქმებული სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის „სოციალურ მეცნიერებათა ლექსიკონის“ ფარგლებში გენდერის კვლევების ლექსიკონის შექმნაში.
2014 წლიდან დღემდე იკავებს პროექტის მენეჯერის პოზიციას ფემინისტურ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და კოორდინირებას უკეთებს საერთაშორისო ქალთა ფონდის Mama Cash-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ლბტ ადამიანების ხილვადობის გაზრდა ფართო საზოგადოებაში“ და ლგბტ უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის ILGA Europe-ის მიერ დაფინასებულ პროექტს „საქართველოში ლგბტ ადამიანებისათვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისაგან დაცულობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“.