ინტეგრაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Integration

სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ი. ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს ემყარება. მას ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესების არსებობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით უფრო ზეეროვნულია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი. ი-ის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ტრადიციული (ევროპული) სქემით ი-ის საფეხურებია საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის, საერთო პოლიტიკური სტრუქტურებისა და იდენტურობის შექმნა. ი., როგორც წესი, რეგიონალიზმის საფუძველზე ვითარდება. დღევანდელ მსოფლიოში რეგიონული ი-ის ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპის კავშირია.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: