შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები, ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და სოციალური ერთგვარობის პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით რ-ის იდეა ხშირად ეთნიკურ სეპარატიზმსა და რეგიონის დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს უკავშირდება. საერთაშორისო დონეზე რ. ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან და საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რ-ის ინსტიტუციური განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები. რ-ის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი