დანაშაულის სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Deviance Sociology

მეცნიერული დისციპლინა, რომელიც აღწერს და ხსნის დანაშაულს სოციოლოგიური თეორიისა და მეთოდების დახმარებით. მისი კვლევის საგანია ადამიანის ქცევის გარკვეული ფორმები საზოგადოებაში არსებულ ნორმებთან მიმართებაში, რომელთა დარღვევაზე რეაგირებს საზოგადოება. დ.ს. ხშირად ესმით როგორც გადახრითი ქცევის სოციოლოგიის ერთ–ერთი ნაწილი. დ.ს. საწყისს იღებს რუსი სტატისტიკოსის კ. გერმანის, ბელგიელი კ. დიუკპეტის, ფრანგი ა. გერის გამოკვლევებიდან. მის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კეტლეს (1796–1874). სოციოლოგიაში არსებობს დანაშაულის ახსნის ორი ძირითადი პარადიგმა – ეტიოლოგიური და დეფინიციური. პირველში დანაშაული განიხილება როგორც „მზა“ აქტი, მკვლევრის ყურადღება კონცენტრირდება იმ პროცესების შესწავლაზე, რომლებსაც მივყავართ ამა თუ იმ მოქმედების, აქტის, როგორც დანაშაულის ახსნა–გაგებასა და პიროვნებისაკენ, როგორც დამნაშავისაკენ. პირველ პარადიგმაში ყველაზე დიდი ყურადღებით სარგებლობს რ. მერტონის მიერ XX ს–ის 30–იან წლებში შემუშავებული ანომიის თეორია. ანომია („უნორმობის“ მდგომარეობა) გამოცხადებულია, როგორც საზოგადოების ღირებულებით სტრუქტურასა და სოციალურ ორგანიზაციას შორის კონფლიქტის შედეგი. ეს კონფლიქტი აღმოცენდება კულტურულად აღიარებულ მიზნებსა და მათი მიღწევის ინსტიტუციონალურად დადგენილ საშუალებებს შორის. ინოვაცია და ამბოხი, როგორც უკიდურესი რეაქცია ამ კონფლიქტზე, დანაშაულის საფუძველი ხდება. მერტონის ანომიის თეორიის ნაკლოვანებების გამოსწორება სცადა ე. სათერლენდმა ე.წ. დიფერენციალური კავშირის თეორიით. მის მიხედვით, დანაშაულის მიზეზები უნდა ვეძებოთ საზოგადოების არა სოციალურ–კულტურული ორგანიზაციის დონეზე, არამედ იმ უახლოეს სოციალურ გარემოში, სადაც ყალიბდება დამნაშავე. ეტიოლოგიური ანუ მიზეზობრივი პარადიგმა ჩამოყალიბდა სოციალურ–კულტურული მიდგომის ჩარჩოებში, სიმბოლური ინტერაქციონიზმის საფუძველზე. ამ თეორიის მიხედვით, დანაშაული განიხილება არა როგორც იმთავითვე ადამიანში ან მის ქცევაში ჩადებული თვისება, არამედ როგორც მისი შეფასება და კატეგორიზაცია საზოგადოების მხრიდან. როცა შეფასება და კატეგორიზაცია დამთავრებულია, პიროვნება ან ქმედება აღინიშნება როგორც დანაშაულებრივი, იღებს ერთგვარ იარლიყს, ეტიკეტს (ინგლ. Label) ამიტომ დეფინიციურმა პარადიგმამ მიიღო აგრეთვე Label approach სახელწოდება. დასახელებული ორივე პარადიგმის ცალმხრივობის გაცნობიერებამ XX ს–ის 70–80–იან წლებში წარმოშვა ე.წ. „კრიტიკული“ („რადიკალური“) კრიმინოლოგია, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის სოციალურ მიზეზებზე. XX ს–ის 50–იან წლებში ა. კოენმა დელიკვენტური სუბკულტურების თეორიის შემუშავებით მოახდინა დასახელებული თეორიების სინთეზი, მის საფუძველზე კი რ. კლაუორდმა და ლ. ოულინმა შექმნეს დიფერენციალური შესაძლებლობების თეორია, რომელიც აღწერდა დელიკვენტური სუბკულტურების სტრუქტურულ–ინტეგრაციულ ასპექტებს. (იხ. სამართლის სოციოლოგია, ვიქტიმოლოგია).

კატეგორია: 
ავტორები: