ინოვაცია

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Innovation

მერტონის მიხედვით, დევიაციის სანიმუშო ფორმა, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული და გაზიარებული მიზნების (ღირებულებების) რეალიზაცია ხდება სოციალურად დაუშვებელი, არაინსტიტუციური, თუმცა, შესაძლოა, ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ი. ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ფორმას იღებს. ი-ური ქცევისაკენ გაძლიერებული მისწრაფება აქვთ დაბალი (შემოსავლის მიხედვით) სოციალური ფენების წარმომადგენლებს: ერთი მხრივ, ისინი თავიანთი მოქმედების ორიენტაციას ახდენენ სიმდიდრის მიღწევაზე, როგორც საზოგადოებაში აქცენტირებულ მიზანზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კანონიერი გზით მიაღწიონ ამ მიზანს. ამ შემთხვევაში ხდება სტრუქტურული შეუთავსებლობა, როდესაც არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან, საერთოდ, კეტავს მიზნის მიღწევის კანონიერ გზებს ღარიბთათვის. დანაშაულსა და სიღარიბეს შორის კავშირი აშკარაა სწორედ მაშინ, როდესაც სიღარიბე „უერთდება“ სოციალური გარემოს შეზღუდულ შესაძლებლობებს. ის, ვინც აცნობიერებს საკუთარი წარუმატებლობის სტრუქტურულ წყაროებს, მოსალოდნელია გაუცხოვდეს მისგან, მეტიც - აჯანყდეს მის წინააღმდეგს. ამ შემთხვევაში, ი. გადაიზრდება ისეთ ფორმაში, როგორიცაა ამბოხი. ამგვარი რეაქციის გასანეიტრალებლად ხშირად მიმართავენ მისტიკურ მიზეზებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ კომპენსაციას ახდენს. კერძოდ, წარმატება ან წარუმატებლობა აიხსნება „ბედის“, „შემთხვევითობის“, „გამართლების“, „იღბლის“ და სხვ. გავლენით. (იხ. რიტუალიზმი, რეტრიტიზმი, ამბოხი). 

კატეგორია: 
ავტორები: