ამბოხი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rebellion

მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ხდება როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული (გაზიარებული) მიზნების, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმური (ინსტიტუციური, კანონიერი) საშუალებების უარყოფა, თუმცა ამას მოსდევს არა საზოგადოებისაგან განდგომა (როგორც ეს რეტრიტიზმის შემთხვევაშია), არამედ მისწრაფება ახალი სოციალური გარემოს შექმნისაკენ - არსებული მიზნების და საშუალებების გადაფასებისა და მათ ნაცვლად ახლის შემოტანის (დაფუძნების) გზით. მერტონი ხაზს უსვამს, რომ ა. უნდა განვასხვაოთ იმისაგან, რასაც ჰქვია „რესენტიმენტა“ (ressentimenta). ამ უკანასკნელს არ მოსდევს ღირებულებათა სრული გადაფასება, ანუ, ხდება მოცემულ სიტუაციაში მიზანზე უარის თქმა, თუმცა, რჩება მძაფრი სურვილი ამ მიზნის მიღწევისა. ა-ის შემთხვევაში საპირისპირო ვითარებაა - ის, რაც სასურველია, მაგრამ მიუღწეველი, არსებითად, წყვეტს არსებობას როგორც სასურველი და ღირებული. ამრიგად, ა. ხასიათდება ღირებულებათა სრული გადაფასებით. ეს არის რადიკალური, რევოლუციური რეაქცია სოციალური გარემოს მიუღებლობაზე. ა. დევიაციის კოლექტიური ფორმაა, რომელიც მიმართულია ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. განსხვავებულია ა-ის მასშტაბი, ფორმა და შინაარსი. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ლოკალურ და ფართო (ქვეყნის) დონეზე, ცივილიზბული ან არაცივილიზებული გზით, სამართლიან ან უსამართლო საფუძველზე (იხ. ინოვაცია, რიტუალიზმი, რეტრიტიზმი).

კატეგორია: 
ავტორები: