ვიქტიმოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Victimology

კრიმინოლოგიის სფერო, რომელიც შეისწავლის დანაშულის მსხვერპლის როლს დანაშაულში. ეს სფერო ხშირად ამოვარდნილი იყო კრიმინოლოგთა ინტერესებიდან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. 1965 წ. აშშ-ში მოეწყო ფართო განხილვა დანაშაულთა სტატისტიკის საკითხებზე, სადაც გაირკვა, რომ არშეტყობინებულ დანაშაულთა „შავი სია“ ბევრად აჭარბებდა ნავარაუდევს, ასევე მსხვერპლის რიცხვი, დანაშაულის ალბათობა არათანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის. ამას გარდა, შიდა ქალაქების მცხოვრებნი, სამართალდამცავთა სიჭარბის მიუხედავად, უფრო მეტად იმყოფებოდნენ დანაშაულთა რისკის ქვეშ.

თეორიული მიდგომები ვ-ისადმი მდგომარეობს მსხვერპლსა და დამდაშავეს შორის ურთიერთობის ბუნების გამოვლენაში, კერძოდ დაფუძნებულია „მსხვერპლის მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე“. გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად,  გაუპატიურებასთან დაკავშირებით), ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ბრალს სდებდა დაზარალებულს დანაშაულის პროვოცირებაში. ამდენად, ვ. უკავშირდება დანაშაულში შერეული პასუხისმგებლობის საკითხს.

კატეგორია: 
ავტორები: