კენონ-ბარდის ემოციის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cannon-Bard Theory of Emotion

კენონ-ბარდის ემოციის თეორიის მიხედვით, ემოციური სტიმული იწვევს ორ ერთდროულ რეაქციას აგზნებასა და ემოციის განცდას, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ.

კენონ-ბარდის ემოციის  თეორია ორი ფიზიოლოგიის ერთობლივი ხედვაა.

1929 წელს ფიზიოლოგმა უოლტერ კენონმა (Walter Canon, 1927, 1929) ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებისადმი ცენტრალისტური მიდგომის სასარგებლოდ, უარყო პერიფერიული თეორია. კენონმა და სხვა კრიტიკოსებმა წამოაყენეს მთელი რიგი შენიშვნებისა ჯემს-ლანგეს თეორიის მიმართ. ისინი აღნიშნავდნენ, მაგალითად, რომ ვისცერალური მოქმედება ირელევანტურია ემოციის განცდისათვის: ექსპერიმენტში ცხოველებს (მას შემდეგ, რაც ვისცერას ქირურგიულად აცალკევებდნენ ცენტრალური ნერვული სისტემისაგან) შეეძლოთ გამღიზიანებელზე ემოციური პასუხების გაცემა. ისინი, ასევე, ამტკიცებდნენ, რომ ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციები, როგორც წესი, ძალიან ნელია იმისათვის, რომ წამის მეასედებში სწრაფად აღმოცენებული ემოციების წყაროს წარმოადგენდნენ. კენონის მიხედვით, ემოცია მოითხოვს, რომ ტვინმა იშუამდგომლოს შემოსულ სტიმულაციასა და მასზე მიღებულ ემოციას შორის.

1930 წელს ქენონის კოლეგამ, ფიზიოლოგმა ფილიპ ბარდმა (Philip Bard). გააფართოვა ემოციის თეორია და  დაასკვნა, რომ ვისცერალური რეაქციები არ უსწრებს წინ ემოციის განცდას; უფრო ზუსტად, ემოციის გამომწვევ სტიმულს აქვს ორი სიმულტანური ეფექტი: ერთი მხრივ, ის იწვევს სხეულებრივ აგზნებას სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლით და, მეორე მხრივ, დასაბამს აძლევს ემოციის სუბიექტურ განცდას თავის ტვინის ქერქის გავლით.

ამ ორი ფიზიოლოგის შეხედულებები გაერთიანდა კენონ-ბარდის ემოციის თეორიის სახელწოდებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ემოციის სტიმული იწვევს ორ განსხვავებულ რეაქციას - ფიზიოლოგიურ აგზნებასა და ემოციის განცდას, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ.

მაგალითად, თუ რაიმე იწვევს თქვენში გაბრაზებას, გულისცემა გაგიხშირდებათ და, ამავე დროს, შესაბამისი აზრიც გიჩნდებათ: „როგორ გამაბრაზეს!“ მაგრამ სხეული და გონება არ კარნახობენ ერთმანეთს, როგორი უნდა იყოს თითოეული მათგანის რეაქცია.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: