ქვიარ აქტივიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Queer Activism

ქვიარ აქტივიზმი ქვიარ თეორიის გავლენით და მის საფუძველზე აღმოცენებული პრაქტიკული პოლიტიკური აქტივობაა, რომლისთვისაც არსებითია სექსუალობისა და გენდერის თეორეტიზებაში ქვიარ პერსპექტივის გათვალისწინება ქმედების დაგეგმვისას და განხორციელებისას.

ქვიარ აქტივიზმის მახასიათებლებია მისი რადიკალურობა და პოლიტიკურობა. ქვიარ აქტივიზმისთვის სექსუალურ პოლიტიკასთან და არსებულ სექსუალურ წესრიგთან დაპირისპირება პრობლემას არ წარმოადგენს. ქვიარ აქტივიზმი მიმართულია შიგნით მოძრაობაში არსებული იერარქიებისა და პრივილეგიების მუდმივ ანალიზზე და წინ წამოსწევს ლგბტ მოძრაობის მიერ „დავიწყებულ“ და მეორეხარისხოვნად მიჩნეულ პრობლემებს: ძალადობას ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, სექსმუშაკთა დისკრიმინაციას, რასობრივ განსხვავებებს აქტივისტთა შორის და ა.შ.

ქვიარ აქტივიზმის რადიკალური და წინააღმდეგობრივი პოლიტიკის საფუძვლები აშშ-ში შიდსის კრიზისთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და რეპრესიული დამოკიდებულება შიდსით დაავადებულებისადმი და შიდსის „გეი დაავადებად“ შერაცხვას ლგბტ აქტივისტთა რადიკალური, გაბრაზებული და ხმაურიანი წინააღმდეგობა შეხვდა. „ქვიარ ნაცია“ ერქვა მოძრაობას, რომელიც სტრატეგიულად იყენებდა ბრაზსა და აგრესიას პოლიტიკური აქტივიზმისთვის. „ქვიარ ნაცია“ ავრცელებდა ისეთ სლოგანებს, როგორიცაა: „მეზიზღება ჰეტეროსექსუალები“ ან „ქვიარებმა ხელის შემობრუნება იციან“.

ბრაზის გარდა, ქვიარ აქტივიზმისთვის დამახასიათებელია „კომფორტის ზონიდან გამოყვანისა“  და ყოველთვის ცვლილებაზე ორიენტირების ტექნიკაც. ეს ნიშნავს, რომ ქვიარ აქტივისტები არ ერიდებიან საჯარო დებატებში სექსუალურ სურვილსა და პრაქტიკაზე  - პორნოგრაფიაზე, სექსუალურ სამუშაოზე, ბდსმ-ზე, პრომისკუიტეტზე - ღიად ლაპარაკს. ქვიარ აქტივიზმი ეწინააღმდეგება ნორმალიზაციას და კონფორმისტულ/ასიმილაციონისტურ პოლიტიკას ლგბტ აქტივისტთა შორის. ქვიარ აქტივისტები ნაკლებად თანაუგრძნობენ და ზოგჯერ ეწინააღმდეგებიან ქორწინების თანასწორობისა და უფლებრივი თანასწორობისთვის ბრძოლას, რომელიც სექსუალურ რეგულაციასა და მონოგამიას ნორმად მიიჩნევს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Jan Wickman, 2010, Queer Activism – what might that me? Trikster #4, Retrived from: http://trikster.net/4/wickman/1.html

Lauren Berlant and Elizabeth Freeman: “Queer Nationality,” boundary 2, Vol. 19, No. 1, Spring, 1992, pp. 149-180.

 

კატეგორია: 
ავტორები: