ქვიარი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Queer

ტერმინი „ქვიარი“ ინგლისური სიტყვიდან (queer) მოდის და უცნაურსა და განსხვავებულს ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ქვიარი არაჰეტეროსექსუალ ადამიანთა მიმართ შეურაცხყოფისა და დამცირების გამოსახატავ ტერმინად გამოიყენებოდა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ლგბტ აქტივისტებმა თუ სექსუალობის თეორეტიკოსებმა ქვიარის პოზიტიური გამოყენება დაამკვიდრეს. ქვიარი გახდა ერთგვარი პოლიტიკური აღმნიშვნელი, რომელიც არსებულ ჰეტერონორმატიულ წესრიგს უპირისპირდება.

ტერმინ „ქვიარის“ პოზიტიური გაგების დამკვიდრება ქვიარ თეორიის ჩამოყალიბების დამსახურებაა. 1990 წელს ტერესა დე ლაურეტისმა კალიფორნიის უნივერსიტეტში მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „ქვიარ თეორია“ უწოდა. მისი მიზანი იყო პროვოკაციულობა და იმ არსებული  თეორიული მოდელების ეჭვქვეშ დაყენება, რომლებიც ღიად თუ ფარულად ჰეტეროსექსუალობას ნორმად, ხოლო არაჰეტეროსექსუალობას განსხვავებულობად და ნაკლად წარმოაჩენდნენ.

ქვიარ თეორიის დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბებასთან ერთად ტერმინ „ქვიარის“ მნიშვნელობაც გაფართოვდა და, შეიძლება, აკადემიურ ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ გამოყენებაში მისი სხვადასხვაგვარი გაგება შეგვხდეს.

იან უიქმენი ტერმინის სამგვარ გამოყენებას გამოყოფს: თეორიულს, პოლიტიკურსა და კულტურულს. ქვიარის თეორიული გამოყენება სექსუალობისა და გენდერის შესახებ არსებულ პოსტსრუქტურალისტურ ნაშრომებსა და თეორიებს აერთიანებს. მისი პოლიტიკური ასპექტი კი ქვიარ აქტივიზმს უკავშირდება, რაც პირდაპირ, რადიკალურ აქტივისტურ პოლიტიკას გამოხატავს, რომელიც არ ერიდება კონფრონტაციასა და პროვოკაციას და ღიად უპირისპირდება ჰეტერონორმატიულ ინსტიტუტებსა და პრაქტიკებს. ბოლოს, „ქვიარის“ კულტურული გამოყენება ტერმინის ერთგვარი კრებით სახელად გამოყენებაა ლგბტქი ადამიანების აღსანიშნად. „ქვიარის“ ასეთი გამოყენება ტერმინთან დაკავშირებულ თეორიულ თუ ისტორიულ ფაქტორებს ყოველთვის არ ითვალისწინებს. ქვიარ თეორია უპირისპირდება ადამიანთა სექსუალობის მიხედვით კატეგორიზებას და იდენტობის პოლიტიკას, შესაბამისად, ქვიარ იდენტობის მორგება შეიძლება სიტყვის პირვანდელ მნიშვნელობასთან კონფლიქტშიც იყოს.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

David M. Halperin  Normalization of Queer Theory, Journal of Homosexuality, 2003 Volume 45, Issue 2-4.

Jan Wickman, 2010, Queer Activism – what might that me? Trikster #4, Retrived from: http://trikster.net/4/wickman/1.html.

კატეგორია: 
ავტორები: