პირობითი განმამტკიცებელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Conditioned Reinforcer

კლასიკური განპირობების მიხედვით, ყოფილი ნეიტრალური სტიმული, რომელიც განმამტკიცებლად იქცა. პირობითი განმამტკიცებლის მაგალითებია ფული, ნიშნები, მხარდაჭერის გამომხატველი ღიმილი და ბევრი სხვა სიმბოლო, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს.

ნებისმიერი სტიმული შეიძლება იქცეს პირობით განმამტკიცებლად, თუ ის პირველად განმამტკიცებელს ანუ სტიმულს დაუწყვილდება. მასწავლებლებმა და ექსპერიმენტატორებმა დაადგინეს, რომ პირობითი განმამტკიცებელი უფრო მარტივი გამოსაყენებელია და გაცილებით ეფექტურიცაა, ვიდრე პირველადი განმამტკიცებელი. ვინაიდან: (1)რამოდენიმე პირველადი განმამტკიცებელი ყოველთვისაა კლასში მაშინ, როცა ნებისმიერი სტიმულის გამოვლენა, რომელსაც მასწავლებელი აკონტროლებს, შესაძლოა გამოვიყენოთ პირობით განმამტკიცებლად; (2) სწრაფად შეიძლება მათი გაცემა; (3) ისინი ადვილად გადასატანია; (4) მათი განმტკიცების ეფექტი უფრო სწრაფია, რადგან ის დამოკიდებულია განმამტკიცებლის მიღებასა და არაბიოლოგიურ განპირობებულობაზე, როგორც ეს პირველადი განმამტკიცებლის დროსაა.

ზოგიერთ დაწესებულებაში, მაგალითად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან ნარკოლოგიურ დისპანსერში, ჟეტონების ეკონომიკა ამ პრინციპებს ემყარება. სასურველი ქცევები (მაგალითად, მედიკამენტის მიღება) კარგად განიმარტება და როცა ეს ქცევა გამოვლინდება, ჟეტონის სახით საზღაური გაიცემა მომსახურე პერსონალის მიერ. მოგვიანებით, ეს ჟეტონები პაციენტმა შეიძლება, გადაცვალოს სხვატიპის ჯილდოზე ან პრივილეგიაზე. განმამტკიცებელთა ეს სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტის ქცევის მოდიფიცირებისთვის თავის მოვლის ქცევის თვალსაზრისით; განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მათი პოზიტიური სოციალური ურთიერთობების გაზრდის თვალსაზრისით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: