ტვინის ღეროს უბანი, რომელიც ზურგისა და თავის ტვინს და, ასევე თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან. ის მკვეთრად არის გამოყოფილი შუა და მოგრძო ტვინისგან და თითქმის მართკუთხა ფორმისაა. ხიდი უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ, ნათხემისა და მეოთხე პარკუჭის ქვემოთ მდებარეობს. ეს არის განივი ნერვული ბოჭოების ერთობლიობა, რომელსაც ფართო, ცხენის ნალის ფორმა აქვს და მოგრძო ტვინსა და ნათხემს ერთმანეთთან აკავშირებს. მასში, ასევე იწყება ან სრულდება ოთხი კრანიალური ნერვი, რომლებიც სენსორულ ინფორმაციასა და მოტორულ იმპულსებს გადასცემენ სახის რეგიონსა და ტვინს. მასზე თავის ტვინის ქერქისა და ნათხების დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოებიც გადის. სწორედ ამ დამაკავშირებელი ფუნქციის გამო, ჰქვია ამ სტრუქტურას ხიდი.
ხიდის ვენტრალურ ზედაპირზე გადის ძირითადი ღარი (sulcus basilaris), რომელშიც თანამოსახელე არტერიაა განლაგებული (a.basilaris). ხიდის ვენტრალურ ნაწილში წიგრძივი პირამიდული კონების წინ გადის განივად მიმავალი ხიდის ზედაპირული ბოჭკოები, რომლებიც ნათხემისკენ მიემართებიან. ხიდის სისქეში ძევს რუხი ნივთიერების მცირე გროვები. ეს ხიდის საკუთარი ბირთვებია. ამ ბირთვების უჯრედებზე ქერქ-ხიდის გზის ბოჭკოები მთავრდება.ხიდისა და მოგრძო ტვინის საზღვარზე განლაგებულია ვერსტიბულური ბირთვები, რომლებიც წონასწორობისა და მოძრაობის რეგულაციაში მონაწილეობენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
გაგოშიძე, თ. ანატომია, ნაწილი I. თავის ტვინის აგებულება.საკითხავი მასალა. https://sites.google.com/site/psyge2011/biblioteka/neiropsikologia (06.08.2015)
Pons, http://www.britannica.com/science/pons-anatomy (05.08.2015)