მოგრძო ტვინი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Medulla

თავის ტვინის ყველაზე ქვედა ნაწილი და ტვინის ღეროს ქვედა მხარე. მას კონუსის ფორმა აქვს. გაფართოებული ბოლო მიემართება ხიდისა და ნათხემისკენ და ხიდით უკავშირდება შუა ტვინს, ხოლო ვიწრო ბოლო ზურგის ტვინით გრძელდება. შესაბამისად, მოთავსებულია ზურგის ტვინის ზედა საზღვარზე. მოგრძო და ზურგის ტვინის საზღვრად ითვლება კისრის პირველი ნერვის გამოსვლის ადგილი ანუ პირამიდების ჯვარედინის (discussation piramidum) ქვემო დონე.მოგრძო ტვინის ვენტრალურ ზედაპირზე, შუა ნაპრალის ორივე მხარეს მოთავსებულია პირამიდები (piramis), კონუსისებრი შემსხვილებები, რომელთა შემადგენლობაში გადის პირამიდული ტრაქტის ბოჭოები (მათი 80% გადაჯვარედინდება და პირამიდების ჯვარედინს ქმნის). პირამიდების გვერდით, ორივე მხარეს მოთავსებულია ოვალური ფორმის შემსხვილება ოლივა (olive). განივ ჭრილში ოლივაში, ნერვული ბოჭკოების გარდა, განარჩევენ რუხი ნივთიერების გროვებს და ოლივას ბირთვებს, რომლებიც ნათხემს და ზურგის ტვინს უკავშირდებიან.

მოგრძო ტვინი შედგება ორივე ტიპის — მიელინიზირებული (თეთრი ნივთიერება) და არამიელინიზირებული (რუხი ნივთიერება) — ნერვული ბოჭკოებისგან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათ შორის ნორმალური ანატომიური ურთერთმიმართება შებრუნებულია, კერძოდ, მეოთხე პარკუჭის (ზურგის ტვინის ცენტრალური არხის გაფართოებით წარმოქმნილი, სითხით სავსე ღრუ ტვინის შესასვლელთან) ირგვლივ თეთრი ნივთიერება გარე შრეს ქმნის, ხოლო რუხი — შიდას.

მოგრძო ტვინის ნერვული უჯრედების რთული ქსელი და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილებში მიმდინარე პროცესები საშუალებას აძლევს მას, რომ რთული ინტეგრაციული ფუნქციები განახორციელოს. მოგრძო ტვინო რამდენიმე ფუნქიურ ცენტრსაც მოიცავს, რომელიც ავტონომიურ ნერვულ აქტივობას აკონტროლებს, როგორებიცაა სუნთქვა, გულისცემა, სისხლის წნევა და საჭმლის მონელება. ასევე, ზურგის ტვინი აკონტროლებს მოძრაობას, რასაც შინაგანი ორგანოებიდან მომდინარე სომატურ სენსორულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს, და აგზნებასა და ძილს.

როგორც აღინიშნა, სხეულიდან აღმავალი და ტვინიდან დაღმავალი ნერვული ბოჭკოები მოგრძო ტვინში ჯვარედინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულის მარცხენა ნაწილის კონტროლს ტვინის მარჯვენა მხარე ახორციელებს და, პირიქით, სხეულის მარჯვენა ნაწილი ტვინის მარცხენა ნაწილთან არის დაკავშირებული. მოგრძო ტვინიდან ბოლო შვიდი კრანიალური ნერვი გამოდის, რომელთა ფუნქციურ აქტივობებზეც ზემოქმედებს. ამიტომ მოგრძო ტვინის შუა ნაწილის დაზიანებამ ან დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის საპირისპირო მხარის დამბლა, შეხების შეგრძნების დაკარგვა და ენის გარკვეული პოზიცია ან ნაწილობრივი დამბლა. მოგრძო ტვინის ლატერალური ნაწილის დაზიანება ან დაავადება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების, ღებინების რეფლექსის დაკარგვის, ყლაპვის გართულების, თავბრუსხვევის, გულის რევის ან კოოდრინაციის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ვინაიდან ყველა ეს პროცესი სიცოცხლისთვის აუცილებელია, მოგრძო ტვინის დაზიანება შეიძლება ფატალური იყოს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

გაგოშიძე, თ. ანატომია, ნაწილი I. თავის ტვინის აგებულება.საკითხავი მასალა. https://sites.google.com/site/psyge2011/biblioteka/neiropsikologia (06.08.2015)

Medulla oblongata,  http://www.britannica.com/science/medulla-oblongata (05.08.2015)

კატეგორია: 
ავტორები: