ცვლადები, რომლებიც ცვლიან სტრესორსა და მოცემული ტიპის სტრესულ რეაქციას შორის მიმართებას.
ეს ის ცვლადებია, რომლებიც ცვლიან სტრესორის ზემოქმედებას კონკრეტული ტიპის სტრესულ რეაქციაზე. შემამსუბუქებელი ცვლადები ფილტრავს ან სახეს უცვლის სტრესორების ჩვეულ ზემოქმედებას ინდივიდის რეაქციებზე. მაგალითად, თქვენი დაღლილობის დონე და ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსი შემამსუბუქებელი ცვლადებია, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, როგორი იქნება თქვენი რეაქცია მოცემულ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ სტრესორზე. თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ, მაშინ უკეთ გაუმკლავდებით სტრესორს, ვიდრე მაშინ, როცა არ ხართ კარგ ფორმაში. ის, თუ როგორ შეაფასებთ სტრესორს, მომავალში განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის დაძლევის რეაქციების გამოყენება დაგჭირდებათ. შესაბამისად, კოგნიტური შეფასება სტრესის შემამსუბუქებელი ცვლადის მაგალითია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.