პროცესი ემოციებთან მიმართებით, რომლითაც ფიზიოლოგიური აგზნების გააზრება იმ კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით ხდება, რომელშიც იქნა განცდილი. აგრეთვე, სტრესორის ამოცნობა და შეფასება, რათა დადგინდეს საფრთხის სიდიდე და მისი დაძლევისთვის საჭირო რესურსები და შესატყვისი დაძლევის სტრატეგიები.
კოგნიტური შეფასება ლაზარუსისა და მისი კოლეგების მიერ შემთავაზებული დაძლევის კოგნიტური თეორიის მდგენელია. ამ თეორიის მიხედვით, სტრესი განისაზღვრება, როგორც ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედება, სადაც გარემო ადამიანის მიერ აღიქმება,როგორც საფრთხის მომტანი მისი (ადამიანის) კარგად ყოფნისთვის. ამ თეორიაში საუბარია ორ პროვესზე: კოგნიტურ შეფასებასა და დაძლევაზე.
კოგნიტური შეფასება არის პროცესი (Lazarus, 1991), რომლითაც ინდივიდი გარემოს სტრესულ მოვლენას აფასებს: რას მატებს ან რას აკლებს და როგორ ეს მოვლენა, ან ვითარება მას, მის კარგად ყოფნას. განასხვავებენ პირველად და მეორად კოგნიტურ შეფასებას.
პირველადი შეფასების ეტაპზე ინდივიდი აფასებს, მოვლენა, პრობლემური სიტუაცია დადებითია (კარგია), ნეიტრალური (ირელევანტური) თუ უარყოფითი (სტრესული); არის თუ არა პოტენციური საფრთხე. თუ უარყოფითია, რამდენად ცუდია ის: ემუქრება თუ არა რაიმეს (ვთქვათ, მის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას) საფრთხე ამ კონკრეტული პრობლემური სიტუაციის გამო; მაგალითად, გარემოსთან ეს შეჯახება გულისხმობს თუ არა პოტენციურ ზიანს ან სარგებელს პასუხისმგებლობების, ღირებულების, თვითშეფასებისა თუ მიზნებისთვის?
მეორადი შეფასების ეტაპზე ინდივიდი აფასებს, აქვს თუ არა საკმარისი პიროვნული ან სოციალური რესურსი ამ მოვლენასთან გასამკლავებლად, ან გამკლავებაზე უარის სათქმელად; შეუძლია თუ არა სტრესისგან მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად და დასაძლევად, სტრესის შედეგების გასაუმჯობესებლად რაიმეს გაკეთება.
შეიძლება ითქვას, რომ პირველადი შეფასებით ინდივიდი სვამს შეკითხვას: "რა არის ეს? არის ეს პრობლემა?“ მეორადი შეფასებით კი იგი კითხულობს:,,თუ არის პრობლემა, მე რა შემიძლია გავაკეთო ამისათვის? როგორ მოვუარო სიტუაციას?“ კოგნიტური შეფასების საილუსტრაციოდ იხ. ცხრილი, რომელიც კოგნიტური შეფასების საფეხურებს ანუ მტკიცე გადაწყვეტილების გამოტანის პროცესს ასახავს.
საფეხური |
საკვანძო კითხვები |
|
რისკი სერიოზულია, თუ არ შევიცვლები? |
|
ეს ალტერნატივა მისაღები საშუალებაა გამოწვევასთან დასაპირისპირებლად? საკმაოდ განვიხილე ჩემს ხელთ არსებული ალტერნატივები? |
|
რომელი ალტერნატივაა საუკეთესო? აკმაყოფილებს საუკეთესო ალტერნატივა არსებით მოთხოვნებს? |
|
განვახორციელო საუკეთესო ალტერნატივა და სხვებსაც ვუთხრა ამის შესახებ? |
|
რისკი სერიოზულია, თუ არ შევიცვლები? რისკი სერიზულია, თუ შევიცვლები? |
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ
Lazarus, R.S. (1991). Emotion and adaptation. London: Oxford University Press.
Lazarus, R.(2000). Toward better research on stress and coping. American Psychologist, 55, 665-673.
Lazarus R., S., Folkman S. (1984). Stress, appraisal, and coping. N.Y.