პუბერტატი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Puberty

პუბერტატი არის სქესობრივი მომწიფების მიღწევა. მისი მაჩვენებელი გოგონებთან მენარქეა (პირველი მენსტრუაცია), ხოლო ბიჭებთან - ცოცხალი სპერმის წარმოებისა და ეაკულაციის უნარი. სიტყვა Pubertas ლათინურად „თმებით დაფარულს“ ნიშნავს და იმაზე მიუთთებს, რომ ხელებსა და ფეხებზე, იღლიებსა და გენიტალურ არეებში თმის საფარი ვითარდება.

პუბერტატს წინ უსწრებს ზრდის ჰორმონების სისხლში გადასვლა. ეს გოგონებთან დაახლოებით 10 წლის ასაკში იწყება, ხოლო ბიჭებთან 12 წლის ასაკში. ამ პერიოდში მოზარდები წელიწადში ზოგჯერ 1-14 სანტიმეტრით იზრდებიან და საგრძნობლად იმატებენ წონაში. ვიდრე სხეული ზრდასრულ ფორმებს მიაღწევს, ჯერ ფეხის ტერფები და ხელის მტევნები იზრდება, შემდეგ ხელები და ფეხები, ხოლო ტორსი ყველაზე ნელა ვითარდება.

პუბერტატისთვის ხუთი ძირიტადი ფიზიკური ცვლილება არის დამახასიათებელი:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწრაფი ზრდა, სხეულის კომპოზიციის შეცვლა და კუნთებისა და ცხიმის გადანაწილების ცვლილება, სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემების გაძლიერება, რეპროდუქციული ორგანოებისა და მეორადი სქესობრივი ნიშნების მომწიფება, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც კოორდინირებასა და რეგულირებას უწევენ პუბერტატულ მოვლენებს.  პუბერტატს თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებებიც, რომლებიც სქესის ჰორმონების სიჭარბეში გამოიხატება.

სქესობრივი მომწიფებიდან გამომდინარე, არსებული ფიზიკური ცვლილებები გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოლოგიური განვითარების მრავალ ასპექტზე. ხშირად, მოზარდები დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარ გარეგნობას, სურთ თანატოლების მხრიდან აღიარების მიღება და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში,  გადაჭარბებულმა წუხილმა საკუთარ გარეგნობაზე ზოგიერთი მოზარდი, განსაკუთრებით გოგონები, შეიძლება თვითგვემამდე და ისეთ სერიოზულ კვებით აშლილობამდე მიიყვანოს, როგორიც არის ანორექსია ან ბულიმია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 

კატეგორია: 
ავტორები: