ანორექსია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anorexia

ანორექსია კვებითი აშლილობების ნაირსახეობაა. სამედიცინო ლიტერატურაში მას ანორექსია ნევროზას სახელით მოიხსენიებენ. ანორექსია პიროვნების მიერ ნებაყოფლობითი შიმშილის ერთ-ერთი სახეობაა. მისი კლინიკური გამოვლინებები, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან გახშირდა და 1980 წლიდან ოფიციალურად იქნა აღიარებული ფსიქიკურ აშლილობად. ანორექსია, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული ხასიათისაა. შესაძლოა, ჰქონდეს ლეტალური დასასრული და პაციენტების უმრავლესობა მისგან ბოლომდე ვერასდროს განიკურნება. ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად პარალელურად უვითარდებათ მეორე სახის კვებითი აშლილობა - ბულიმია.

სოციოფსიქოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ანორექსიის ფენომენი მნიშვნელოვნად არის გენდერულად განპირობებული; შესაბამისად, მისი კვლევა გენდერის საკითხების გვერდის ავლით შეუძლებელია. ამ მოსაზრებას სტატისტიკური მონაცემები ამყარებს, რომელთა მიხედვითაც ამ პრობლემის მქონე პაციენტების 90% გოგონები და ახალგაზრდა ქალები არიან. მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება, რომ ანორექსია კულტურულად განპირობებული ფენომენია და მის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ის კულტურული სტერეოტიპები ასრულებენ, რომლებიც ქალის სხეულის სილამაზეს განსაზღვრავენ. ეს კარგად ხსნის მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან ანორექსიის შემთხვევების რადიკალურ მატებას, რადგან სწორედ ამ პერიოდში გახდა განსაკუთრებით გავლენიანი გამხდარი ქალის სხეულის იდეალი.

ფემინისტები მოდის სამყაროს გავლენიან ფიგურებს ადანაშაულებენ ქალებს შორის ანორექსიის (ასევე ბულიმიის) „ეპიდემიაში“, რადგან მოდელებისათვის სხეულის უკიდურესი სიგამხდრის სტანდარტის დაწესება ანორექსიის საფრთხის წინაშე არა მხოლოდ თვითონ მოდელებს აყენებს, არამედ ყველა სხვა ქალსაც, რომელსაც სურს, ისევე სასურველად და ლამაზად აღიქმებოდეს, როგორც მოდელი ქალები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Banks, G. (1992)‘Culture’ in Culture-BoundSyndromes: The Case of Anorexia Nervosa,Social Scienceand Medicine 34(8): pp. 867–884.

Bordo, S. (1993)Unbearable Weight: Feminism, WesternCulture, and the Body, Berkeley: University of CaliforniaPress.

Boskind-Lodhal, M. (1976) Cinderella’s Stepsisters: AFeminist Perspective on Anorexia Nervosa and Bulimia, Signs: Journal of Women in Culture and Society 2(1): pp.120–146.

Brumberg, J. (1989)Fasting Girls: The History ofAnorexia Nervosa, New York: New American Library.

Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.2, pp. 427-429

კატეგორია: 
ავტორები: