პლაცებო თერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Placebo Therapy

ნებისმიერი სპეციფიკური კლინიკური პროცედურისგან დამოუკიდებელი თერაპია, იქნება ეს ინტერტული ნივთიერება თუ სიმულირებული პროცედურა, რომელიც კლიენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს.

მკვლევრები ცდილობენ, დაგვანახონ, რომ მათ მიერ გამოყენებული მკურნალობა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე კლიენტის საკუთარი განკურნების მოლოდინის გამოყენებაა. შეგვიძლია პლაცებო ეფექტების მაგალითები მოვიტანოთ: ბევრ შემთხვევაში ადამიანების ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა მხოლოდ იმიტომ უმჯობესდება, რომ ისინი მოელიან გაუმჯობესებას. თერაპიული სიტუაცია ხელს უწყობს ამ რწმენის განმტკიცებას იმით, რომ თერაპევტს მკურნალის სპეციფიკურ სოციალურ როლში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ თერაპიის პლაცებო ეფექტი თერაპიული ჩარევის მნიშვნელოვანი ნაწილია, მკვლევრებს, ჩვეულებრივ, სურთ იმის ჩვენება, რომ მათ მიერ გამოყენებული თერაპიის სპეციფიკური ფორმა უფრო შედეგიანია, ვიდრე პლაცებო თერაპია (ნეიტრალური თერაპია, რომელიც მხოლოდ განკურნების მოლოდინს ქმნის).

ერთ-ერთი პირველი ექიმი, რომელმაც მიზანმიმართულად გამოუწერა პლაცებო ანუ ინტერტული მკურნალობა პაციენტებს, შოტლანდიელი ექიმი უილიამ კულენი (William Cullen) იყო. მან 1772 წელს ცატარებული ლექციების სერიაში ახსენა, რომ პაციენტებს პლაცებოს აძლევდა წახალისების და არა — მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მკურნალობის მიზნით. მიუხეავად კულენის დაკვირვებებისა, რომ პლაცებომ, როგორც ჩანს, ზოგიერთ პაციენტს შვება მოჰგვარა, ტერმინი პლაცებო ეფექტი და პლაცებო თერაპია მედიცინაში მხოლოდ XX საუკუნიდან გამოჩნდა.

არ არსებობს კონკრეტული და ნათელი ახსნა, რატომ უმჯობესდება ზოგიერთ ადამიანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოცემული ინტერტული ნივთიერების მიღების ან პროცედურის გავლის შემდეგ. კვლევა აჩენებს, რომ ამ ეფექტს მკურნალობის შესახებ პიროვნების მოლოდინები შეიძლება იწვევდეს და არ წარმოადგენდეს თავად მკურნალობის უშუალო შედეგს.

კლინიკური ცდების დაგეგმვისათვის ძალზე მნიშვნელოვანია პლაცებო თერაპიის ეფექტურობაში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლის გაგება; თუ როგორ მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მოლოდინები და კულტურული რწმენები. კვლევებმა აჩვენა, რომ ნეიროტრანსმიტერი დოფამინის გამოყოფა ტვინის ერთ-ერთ რეგიონში პლაცებო ეფექტის მოლოდინის ერთ-ერთი ძირითადი დეტერმინანტია. მაგალითად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებმაც მრავლად აქვთ გამოცდილებაში მედიკამენტური მკურნალობის შედეგად დადებითი შედეგების მიღება, ხშირად დარწმუნებულნი არიან თერაპიის ეფექტიანობაში, რაც არაერთხელ იქნა ნაჩვენები პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Placcebo effect, http://www.britannica.com/EBchecked/topic/1705901/placebo-effect , 03/10/2015.

კატეგორია: 
ავტორები: