კლიენტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Client

ტერმინი გამოიყენება იმ პიროვნების აღსანიშნავად, რომლის მიმართაც ხორციელდება თერაპიული ღონისძიებები. მას იყენებენ სპეციალისტები, რომლებიც ფსიქოლოგიური აშლილობებს „ცხოვრებისეულ პრობლემებად“ მიიჩნევენ და არა ფსიქიკურ დაავადებებად.

თერაპიულ ურთიერთობებში ტერმინის შემოტანა უკავშირდება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის და კლიენტზე ცენტრირებული თერაპიის ფუძემდებლის კარლ როჯერსის სახელს, რომელმაც ჩაანაცვლა ფსიქოდინამიკური და ბიჰევიორისტული ტრადიციიდან მომდინარე ტერმინები „თერაპევტი-პაციენტი“ ტერმინებით „კონსულტანტი-კლიენტი“ იმის ხაზგასასმელად, რომ მათი ურთიერთობა თანასწორი ადამიანების ურთიერთობაა და კლიენტს შესწევს უნარი და ძალა, თავად განსაზღვროს, საით წავიდეს და რა გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ამით როჯერსმა უარყო თერაპევტის, როგორც ჭკუის დამრიგებლის, მრჩევლის (ფსიქოდინამიკაში) ან მასწავლებლის (ბიჰევიორიზმში) როლი.

როჯერსი თვლიდა, რომ პაციენტი ავადმყოფი ადამიანია, რომელსაც გაწვრთნილი პროფესიონალების დახმარება სჭირდება, ხოლო კლიენტს ისეთი მომსახურების გაწევა ესაჭიროება, რომელსაც ის თავად ვერ გაუწევს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრობლემები ჰქონდეს, კლიენტი განიხილება, როგორც ადამიანი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია საკუთარი სიტუაციის გაგება. თანასწორი ურთიერთობა გულისხმობს პიროვნებაზე ცენტრირებულ მოდელს, რომელიც, უბრალოდ, არ არის მოდელში ექიმი-პაციენტი.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Demorest, A. (2005). Psychology's Grand Theorists: How Personal Experience Shaped Proffesional Ideas. Mahwah, New Jersey; London Associates, Publishers: Lawrence Erlbaum .

 

კატეგორია: 
ავტორები: