იდენტობის დისოციაციური აშლილობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dissociative Identity Disorder

იდენტობის დარღვევა, რომელიც ორი ან მეტი განსხვავებული პიროვნული მდგომარეობითა და ქცევის პატერნის ცვლილებით ხასიათდება და ზოგიერთ კულტურაში, შესაძლოა, შეპყრობილობის გამოცდილებად აღიწეროს. იდენტობის დარღვევა მოიცავს მეს განცდასა და გაცნობიერებულ მოქმედებაში მნიშვნელოვან წყვეტას, რასაც თან ახლავს ემოციების, ქცევის, ცნობიერების, მეხსიერების, აღქმის, კოგნიციისა და/ან სენსორულ-მოტორული ფუნქციონირების ცვლა. ინდივიდს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი (მოცემულ მომენტში არსებული) იდენტობა ახსოვს, მეორე (ან მესამე და ა. შ.) ავიწყდება. არსებული იდენტობებიდან მხოლოდ ერთი ასახავს ადამიანის რეალურ პიროვნებას, ხოლო მეორე, მესამე და ა. შ. „პიროვნებები“ ემოციური რეაქციების, დამოკიდებულებების, მოგონებებისა და სოციალური ქცევების ინტეგრირებული ერთობლიობაა, რომელიც ხშირად კონტრასტულად განსხვავდება რეალურისგან.

ეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება სხვებმა შეამჩნიონ ან თავად ინდივიდმა დააფიქსიროს. ამასთან, მდგომარეობა ხასიათდება ყოველდღიური მოვლენების, მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციისა და/ან ტრავმული მოვლენების მოგონებებში ჩავარდნებით, რაც ვერ მიეწერება ჩვეულებრივ გულმავიწყობას.

დიაგნოსტიკური მახასიათებლები

იდენტობის დისოციაციური ალშილობის განმსაზღვრელი მახასიათებელია ორი ან მეტი ცალკეული პიროვნული მდგომარეობის არსებობა ან შემყრობილობის გამოცდილება. თუმცა, ამ მდგომარეობების თვალსაჩინოება თუ შეუმჩნევლობა ფსიქოლოგიური მოტივაციის, სტრესის მიმდიანრე დონის, კულტურის, შინაგანი კონფლიქტებისა და დინამიკის და ემოციური მოქმნილობის მიხედვით იცვლება. იდენტობის დარღვევის მდგრადი პერიოდები ძლიერი და/ან ხანგრძლივი ფსიქოსოციალური წნეხების შეთხვევაში შეინიშნება. დისოციაციური აშლილობის შეპყრობილობის ფორმის ბევრ და არაშეპყრობილობის ფორმის გაცილებით ნაკლებ შემთხვევებში ალტერნატიული იდენტობების გამოვლინებები უაღრესად თვალსაჩინოა. ამ უკანასკნელი ფორმის აშლილობის მქონე ინდივიდთა უმრავლესობაში იდენტობის წყვეტა ღიად არ ვლინდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იდენტობის თვალშისაცემი ცვლილებების გამო, მხოლოდ მცირე ნაწილი იპყრობს კლინიკურ ყურადღებას. თუ ალტერნატიული პიროვნული მდგომარეობები თვალსაჩინოდ არ ჩანს, აშლილობის იდენტიფიცირება სიმტომთა ორი კლასტერის მიხედვით არის შესაძლებელი: (ა) მეს შეგრძნებასა და ცნობიერად ქცევის კონტროლის უეცარი ცვლა ან წყვეტა და (2) რეკურენტული ანუ განმეორებადი დისოციაციური ამნეზია.

პირველ შემთხვევაში სიმტომები გამოცდილებაში წყვეტას უკავშირდება, რამაც ინდივიდის ფუნქციონირების ნებისმიერ ასპექტზე შეიძლება იმოქმედოს. იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე ინდივიდებს, შესაძლოა, ჰქონდეთ განცდა, რომ უეცრად „საკუთარი“ მეტყველებისა და მოქმედებების დეპერსონალიზებულ დამკვირვებლად გადაიქცნენ და ამ განცდის გაჩერების უნარი არ შესწევთ (მეს განცდა). მათ შეიძლება ისიც აღნიშნონ, რომ ხმები ესმით, მაგალითად, ბავშვის ტირილი. ზოგ შემთხვევაში კონტროლის დაკარგვას განიცდიან. მოულოდნელად შეიძლება აღმოცენდეს ძლიერი ემოციები, იმპულსები და მეტველება და სხვა ქმედებებიც კი, ყოველდვარი პიროვნული მიკუთვნებულობის შეგრძნების ან კონტროლის გარეშე (გაცნობიერებულად მოქმედების განცდა). შეიძლება უეცრად შეიცვალოს დამოკიდებულებები, შეხედულებები და პიროვნული პრიორიტეტები (მაგალითად, საკვების, აქტივობების, ჩაცმის სტილის) და მერე ისევ თავის ადგილზე დაბრუნდეს. ინდივიდები შეიძლება ამბობდნენ, რომ სხეულს სხვანაირად გრძნობენ (მაგალითად, როგორც ჩვილი, საწინააღმდეგო სქესის ადამიანი, დიდი და დაკუნთული). მეს განცდისა და გაცნობიერებულად მოქმედების ცვლას, შესაძლოა, ახლდეს განცდა, რომ ეს დამოკიდებულებები, ემოციები და ქცევები და სხეულიც კი „ჩემი არ არის“ და/ან „მე არ მემორჩილება“.

ამ აშლილობის მქონე ინდივიდებში დისოციაციური ამნეზია, უპირატესად, სამი სახით ვლინდება: (1) ჩავარდნები შორეულ პიროვნულ ცხოვრებისეულ მოვლენებში (მაგ., ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდები; ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისებისეული მოვლენები, როგორებიცაა ბებიის გარდაცვალება, ქორწილი ან მშობიარობა); (2) ჩავარდნები პროცედურულ მეხსიერებაში (მაგ., ისეთი კარგად დასწავლილი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა საკუთარი სამუშაოს შესრულება, კომპიუტერის გამოყენება, კითხვა, მანქანის ტარება); (3) ისეთი ყოველდღიური მოქმედებებისა და საკითხების მტკიცებულებების აღმოჩენა, რომლებსაც ვერ იხსენებენ (მაგ., ნაყიდი ნივთების ჩანთაში მოულოდნელი საგნების აღმოჩენა; უცნაური ხელნაწერების ან ნახატების პოვნა, რომელიც მათ უნდა შეექმნათ; სხეულის დაზიანებების პოვნა; რაღაცის კეთების პროცესში „გონზე მოსვლა“). ასევე, მდგომარეობისთვის დამახასიათებელია დისოციაციური ფუგა (ხეტიალი), როდესაც პიროვნება აღმოაჩენს, რომ სადღაც მოგზაურობს და ხვდება, რომ პლაჟზეა, სამსახურში, ღამის კლუბში თუ სახლის რომელიღაც კუთხეშია (საკუჭნაოში, საწოლში ან კუთხეში) მიყუჟული. ამასთან, უბრალოდ არ ახსოვს, როგორ მოხვდა აქ. იდენტობის დისოციაციური აშლილობისთვის დამახასიათებელი ამნეზია არ შემოიფარგლება მხოლოდ სტრესული ან ტრავმული მოვლენებით. ამ ინდივიდებს ხშირად ყოველდღიური მოვლენების გახსენებაც უჭირთ.

იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ამნეზიისადმი დამოკიდებულებით და მისი გაცნობიერებულობის ხარისხით. მათთვის ჩვეულია ამნესტური სიმპტომების მინიმიზაცია და დაკნინება, თუმცა ზოგიერთ ამნესტურ ქცევას კარგად ამჩნევენ სხვები, როდესაც, მაგალითად, ინდივიდები ვერ იხსენებენ საკუთარ ნათქვამს ან იმას, რისი მოწმეც ნამდვილად იყვნენ; როდესაც არ ახსოვთ საკუთარი სახელი ან ვერ ცნობენ მეუღლეს, შვილებსა და/ან ახლო მეგობრებს.

განვითარება და მიმდინარეობა

იდენტობის დისოციაციური აშლილობა დამთრგუნველ გამოცდილებასთან, ტრავმულ მოვლენებთან და/ან ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთან ასოცირდება. სრული სახით აშლილობა, შესაძლოა, პირველად თითქმის ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს (ადრეული ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე). ბავშვებში დისოციაციამ შეიძლება მეხსიერების, კონცენტრაციის, მიჯაჭვულობისა და ტრავმული თამაშის პრობლემები გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ბავშვებში ნაკლებად გვხვდება იდენტობის ცვლა. მათთვის ფსიქიკური მდგომარეობების ურთიერთგადაფარვა და ინტერფერენცია უფროა დამახასიათებელი, რასაც გამოცდილების წყვეტის სიმპტომები ახლავს თან. იდენტობის უეცარი ცვლა მოზარდობაში უბრალოდ მოზარდისთვის დამახასიათებელ ვნებათა ღელვად ან სხვა ფსიქოლოგიური აშლილობის ადრეულ სტადიად შეიძლება იქნეს მიჩნეული. დისოციაციური აშლილობის გამო მოზრდილებმა ისეთი სხვა აშილობებით შეიძლება მიმართონ სპეციალისტების დახმარებას, როგორებიცაა ხანდაზმულობის გუნება-განწყობილების აშლლობები, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, პარანოია და კოგნიტური აშლილობებიც კი. ზოგ შემთხვევაში, შემაწუხებელი ემოციები და მოგონებები შეიძლება სულ უფრო და უფრო მეტად იჭრებოდეს ცნობიერებაში ასაკის მატებასთან ერთად.

ფსიქოლოგიური დეკომპენსაციისა და იდენტობის თვალსაჩინო ცვლილებებისთვის ბიძგი მიმცემი შეიძლება იყოს: (1) ტრავმული სიტუაიციიდან გარიდება (მაგ., სახლიდან წასვლით); (2) ინდივიდის შვილები იმ ასაკს აღწევენ, რომელშიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი ან ტრავმირებული; (3) შემდგომი ტრავმული გამოცდილება, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით უკავშირდება წარსულს, მაგალთად, უმნიშვნელო ავტოსაგზაო შემთხვევა; (4) მოძალად(ეებ)ის გარდაცვალება და ფატალური დაავადების დადგენა. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Semple, D., Smyth, R. (2009). Oxford Handbook of Psychiatry, 2nd ed. Oxford University Press, Oxford, New York.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England. 

კატეგორია: 
ავტორები: