სიბნელესთან ადაპტაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dark Adaptation

თვალის მგრძნობელობის გრადუალური (თანდათანობითი) გაუმჯობესება ნათელიდან ბნელისკენ განათების ცვლილების პირობებში.

როდესაც განათებული ოთახიდან სიბნელეში გადიხართ ან შუქს აქრობთ, ბევრჯერ შენიშნავდით, რომ თავიდან ბევრს ვერაფერს ხედავთ დარჩენილი მკრთალი განათების ან განათების არარსებობის პირობებში, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ თქვენი მხედველობის მგრძნობიარობა ნელ-ნელა უმჯობესდება. სიბნელისადმი ადაპტაციის მიზეზი თვალის ბადურის პერიფერიაზე განლაგებული ჩხირების ამოქმედებაა. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, ვიდრე კოლბები. დროის გასვლის შემდეგ ჩხირები უფრო ნაკლებ სინათლეზე რეაგირებენ, ვიდრე კოლბები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: