დისპერსიული ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Analysis of Variance, ANOVA

მეთოდი, რომელიც გვაძლევს რამოდენიმე  (2-ზე მეტი) პოპულაციის საშუალოს შედარების საშუალებას.  თუ გვაქვს ორზე მეტი შერჩევა და გვინდა შევამოწმოთ ჰიპოთეზა საშუალოთა ტოლობის შესახებ, ჩვენ ვერ გამოვიყენებთ  t - კრიტერიუმს საშუალოთა თითოეული წყვილისათვის, რადგანაც მრავალჯერადი შედარების დროს შეცდომის ალბათობა ძალიან სწრაფად იზრდება შედარებების რიცხვის ზრდასთან ერთად. 

მეთოდს, რომელიც გვაძლევს ბევრი საშუალოების შედარების საშუალებას, ეწოდება დისპერსიული ანალიზი. დისპერსიული ანალიზის მეთოდი თავდაპირველად დამუშავებული იყო სპეციალური სახის ბიოლოგიური ცდებისა და სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის ზოგიერთი ამოცანის შესასწავლად რ.ფიშერის მიერ. ჩვენს დროში ეს მეთოდი უნივერსალურ გამოყენებას პოულობს. იგი ეფექტურად გამოიყენება სოციალურ და ფსიქოლოგიურ გამოკვლევებშიც. დისპერსიული ანალიზი, ძირითადად, გვხდება ანალიზურ დაჯგუფებათა სტატისტიკური კვლევის დროს. ანალიზური დაჯგუფება ახასიათებს ურთიერთკავშირს ორ ან რამდენიმე მახასიათებელს შორის, რომელთაგან ერთი განიხილება როგორც შედეგი (დამოკიდებული ცვლადი), დანარჩენები კი წარმოადგენენ ფაქტორებს (რეგრესორებს, პრედიქტორებს, დამოუკიდებელ ცვლადებს). ფაქტორები ახდენენ ზემოქმედებას ექსპერიმენტის შედეგის რიცხვით მნიშვნელობებზე (დამოკიდებულ ცვლადზე), იწვევენ ამ მნიშვნელობათა ცვლილებას, ვარიაციას. ხშირად ექსპერიმენტატორი თვითონ ცვლის ფაქტორების დონეებს (რიცხვით მნიშვნელობებს) იმისათვის, რომ გამოიკვლიოს მათი ცდის შედეგებზე გავლენის ხასიათი. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: